გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
ფოტო: გალტ & თაგარტი
გალტ & თაგარტმა უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — Uzbekistan Economy – Still Unlocking Its Potential. მიუხედავად რეგიონში ქვეყნის მზარდი ფუნქციის, მისი ეკონომიკის დამოუკიდებელი, სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია — სწორედ ამ ხარვეზს ავსებს გალტ & თაგარტის აღნიშნული ნაშრომი. ამგვარი კვლევებით კომპანია თანმიმდევრულად იკავებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკისა და ინსტიტუციური და კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორის პოზიციებს.
კვლევა უზბეკეთის ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციას, მიმდინარე რეფორმებს, ზრდის ახალ მამოძრავებელ ფაქტორებს, სექტორულ დინამიკას, ექსპორტის სტრუქტურას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებს ეხება. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი (Asset Management) კომპანიებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც უზბეკეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ და გადაწყვეტილებებს მონაცემებიდან გამომდინარე იღებენ.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის სავალუტო კურსის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ, უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2025 წელს ზრდამ 7.7%-ს მიაღწია. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდება. ამასთან, 2017 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 82%-ით გაიზარდა, ხოლო სიღარიბის დონე დღიური 3 დოლარის ზღვარზე 2.3%-მდე შემცირდა. სამრეწველო წარმოების წილი ეკონომიკაში გაორმაგდა — 2010 წლის 10.4%-დან 2025 წელს 20.8%-მდე — და ქვეყნის უმსხვილეს სექტორად იქცა. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოს მშპ-ის მხოლოდ 31.9%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან საკანონმდებლო ზღვართან შედარებით. ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საინვესტიციო ბაზარია.
“უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია. ჩვენი კვლევა სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და ჩვენს ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის — ეს კი ამყარებს ჩვენს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს“, — აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.
“ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ექსპერტიზა საქართველოს ბაზრის ფარგლებს გასცდეს და ინვესტორებსა და ბიზნესებს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული ანალიტიკა შევთავაზოთ. მომავალში კვლევას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც განვახორციელებთ“, — აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება აღიარებულია საერთაშორისო გამოცემების მიერ — 2026 წელს Euromoney-მ კომპანია საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები