Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
ფოტო: თეგეტა
ბაქოში ავტომფლობელებს Bridgestone-ის საბურავების შერჩევა ახალ სივრცეში შეეძლებათ — Tegeta Motors Baku-მ აზერბაიჯანის დედაქალაქში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა. ახალი სივრცე სავაჭრო ცენტრ “ბაქო ავტო მოლში“ განთავსდა. გახსნის ღონისძიებას 60-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, Bridgestone-ის წარმომადგენლები.
ახალი ობიექტი სრულად Bridgestone-ის ბრენდის სტილშია გადაწყვეტილი. სივრცე თანამედროვე და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა, სადაც მომხმარებელს კვალიფიციური კონსულტანტი დახვდება და საბურავების ფართო ასორტიმენტიდან მისი ავტომობილისა და საჭიროებების შესაბამისი მოდელის შერჩევაში დაეხმარება. Tegeta Motors Baku Bridgestone-ის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია აზერბაიჯანში.
ფოტო: თეგეტა
ემილ მამადოვი, Tegeta Motors Baku-ს დირექტორი: “Bridgestone-ის ახალი კონცეპტმაღაზია ჩვენს მომხმარებელს ბაქოში სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. აქ მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ კონსულტაციასა და Bridgestone-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე წვდომას თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში. მაღაზია იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, რომლებიც “თეგეტა მოტორსი“ მთელ ქსელში დომინირებს.
უკვე ორი წელია, რაც Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ აზერბაიჯანში და ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციაზე პირდაპირი წვდომა და სათანადო საგარანტიო მომსახურება შევთავაზეთ, რაც ადრე ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის არ იყო გარანტირებული. ეს მომხმარებელს პროდუქტის ავთენტიკურობაში არწმუნებს, სთავაზობს პროფესიონალურ დახმარებას სწორი საბურავის შერჩევაში და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდების ჯაჭვს. ბაზრისთვის კი მსგავსი სივრცის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას ქმნის და ბაქოში საბურავების საცალო ვაჭრობის სტანდარტის ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეაქვს“.
ფოტო: თეგეტა
მაღაზიაში წარმოდგენილია Bridgestone-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, უახლესი მოდელები, რომლებიც ENLITEN™ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით გამოირჩევა.
მუჰამედ აბუთაჰუნი, Bridgestone-ის ფილიალის მენეჯერი CIS, Levant & PAF რეგიონში: “აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ბაზარია, გრძელვადიანი ზრდის დიდი პოტენციალით. ვხედავთ მზარდ მოთხოვნას პრემიუმ ბრენდებზე, რომლებიც მაღალხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას აერთიანებს. Tegeta Motors Baku-სთან ერთად Bridgestone-ის კონცეპტმაღაზიის გახსნა სწორედ ჩვენს მიზანს ასახავს — შევთავაზოთ მომხმარებელს სრულყოფილი გამოცდილება, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს მსოფლიო დონის პროდუქცია, ექსპერტიზა და პროფესიული სერვისი. ამ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ ვაერთიანებთ, ერთი მხრივ, Bridgestone-ის გლობალურ გამოცდილებასა და ინოვაციას, მეორე მხრივ კი, Tegeta-ს ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას, რათა აზერბაიჯანში პრემიუმ საბურავების საცალო ვაჭრობის ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ. და, რაც მთავარია, ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდთან ასოცირებულ ხარისხსა და სანდოობას იღებს, ჩვენ კი, იმავდროულად, ვაძლიერებთ საკუთარ წარმომადგენლობას და უფრო ახლოს ვართ იმ მომხმარებელთან, რომელსაც ვემსახურებით“.
ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად სპეციალურად შერჩეულ საბურავებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. საბურავების შეძენისას მონტაჟისა და დაბალანსების მომსახურებას მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თეგეტა მოტორსი აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები