დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სხდომაზე 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის პირველადი შედეგები განიხილეს. 24 ივლისს მომხდარი ავარიის შესახებ, სემეკში 30 ივლისს უკვე იმჯელეს.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი "იმერეთის" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია გახდა.
"წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო "იმერეთის" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის — ძალიან მარტივი ენით რომ ვთქვათ — გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. წარვადგინეთ პირველადი შედეგები 25 ივლისს მომხდარ სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა," — განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანია ასევე "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის კომენტარს გამოეხმაურა. აბრამიშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას სემეკის მსჯელობას "არაობიექტური" უწოდა.
"ბავშვი არ დაბადებულაო და აბრამს არქმევდნენო" — ასეთი კარგი ქართული გამოთქმა გვაქვს და ეს გამახსენდა აბრამიშვილის კომენტარზე. ჯერ დასკვნა არ დაგვიდია და საინტერესოა, რანაირად შეაფასა ბატონმა აბრამიშვილმა ჩვენი დასკვნა — ტენდენციური იყო თუ არა, როცა ადამიანს დოკუმენტი არ უნახავს, როცა ადამიანს არაფერი მოუსმენია ამასთან დაკავშირებით და წინასწარ აკეთებს შეფასებას," — განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანიას განცხადებით, სემეკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სუს-თან თანამშრომლობს, თუმცა თავად დაკითხვაზე არ იმყოფებოდა. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისად ჩვენგან მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია," — განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ მიქაიამ. მიქაიას განცხადებით, სემეკი წინასწარი შედეგებით "ჩირქს სცხებს" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.
"ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი, როგორც არაკომპეტენტური და უუნარო ორგანიზაციის, წარმოჩენა ხდება. [...] გასაგებია, რომ ეს არის წინასწარი შედეგები, უბრალოდ, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს წინასწარი შედეგებიც გარეთ გადის. აქ არის ტელევიზია და ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი, როგორც არაკომპეტენტური და უუნარო ორგანიზაციის, წარმოჩენა ხდება. უნდა გვითხრათ, კონკრეტულად რა რეაგირება უნდა მოეხდინა ელექტროსისტემას," — იკითხა ზურაბ მიქაიამ სხდომაზე.
მიქაიას განმარტებით, სსე-მ 4 ივლისს, სხვა მოკლე ჩართვის დროს, გარკვეული დეფექტები აღმოაჩინა და ამის შესახებ ენგურჰესს წერილიც მისწერა. სსე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ენგურჰესის აგრეგატების ტესტირება მას უნდა ჩაეტარებინა.
"რას გულისხმობდით იმაში, რომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა მიეღო ელექტროსისტემას, ხომ არ დაგვიზუსტებდით, რატომ გამოიტანეთ ეს დასკვნა? კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენ? ჩვენ 10 ივლისს მივწერეთ წერილი და ეს წერილი არსებობს — ენგურჰესში სსე-ის მიერ გაგზავნილი — რომ ჩვენი დეტექტორების მიერ დაფიქსირდა სამი აგრეგატის "შეშფოთება". ჩამოთვლილიც იყო ეს აგრეგატები. ანუ დაფიქსირდა ძაბვის ავტომატური რეგულირების უწესრიგობა და ამაზე ენგურჰესს უნდა მოეხდინა რეაგირება, რამე პრობლემა ხომ არ იყო. წერილი მხოლოდ ამ მიზნით იყო გაგზავნილი," — განმარტავს ზურაბ მიქაია (წყარო BMG).
ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა ვანო ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება. BMG-ის ცნობით, ზარდიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ამჟამად შვებულებაში იმყოფება.
"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ვანო ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. აბრამიშვილის განცხადებით, იგი ზარდიაშვილის წასვლას "სემეკის" დასკვნას არ უკავშირებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები