გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ფოტო: თეგეტა
20%-იანი ფასდაკლება Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე, 10%-იანი ფასდაკლება თურქული ბრენდის Petlas-ის საბურავებზე და საბურავების სპეციალური ფასები დისკის ზომების მიხედვით — "თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ამ პერიოდში საბურავების შეძენა 69 ლარიდან არის შესაძლებელი, აკუმულატორების კი — 109 ლარიდან. აქცია კამპანია “გაიარე მეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
შეთავაზება ზაფხულის სეზონს უკავშირდება, როდესაც ავტომფლობელები შორ მანძილზე უფრო აქტიურად გადაადგილდებიან. იზრდება ავტომობილზე დატვირთვა და, შესაბამისად, მისი ტექნიკური მზადყოფნის მნიშვნელობაც.
კონსტანტინე ფაცაცია, “თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “აგვისტო ორი მიზეზით არის განსაკუთრებული თვე. ერთი მხრივ, ეს წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და აკუმულატორის რესურსი მაღალი ტემპერატურის გამო მცირდება. მეორე მხრივ კი, აქტიური მობილობის თვეა — ადამიანები ბევრს მოგზაურობენ და ხშირად გადაადგილდებიან ქალაქებს შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საუკეთესო შეთავაზება ზუსტად მაშინ მოვუმზადოთ მომხმარებლებს, როდესაც ეს პროდუქტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.
გარდა იმისა, რომ “თეგეტა მოტორსი“ ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელია, ბაზრის ლიდერები ვართ და მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენს კომპეტენციაშია მომხმარებელს ავუხსნათ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობიანი მძღოლი. საუბარია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის უსაფრთხოებაზეც — გაუმართავი ავტომობილის მართვა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან. სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებები მხოლოდ ფასდაკლება არ არის, ეს პრევენციის კულტურის განვითარების ნაწილია“.
ფოტო: თეგეტა
ფასდაკლების პარალელურად კომპანია მომხმარებელს მეორადი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობასაც სთავაზობს — ძველი აკუმულატორი ფასდება და მისი ღირებულება ახალი პროდუქტის ფასს აკლდება. ეს პირობა მიმდინარე შეთავაზების პარალელურად მოქმედებს, ხოლო ჩაბარებული აკუმულატორი შესაბამისი წესით გადამუშავდება.
გარდა ამისა, საბურავებზე კომპანიამ კონკრეტულ ბრენდებზე დისკის თითოეული ზომისთვის ინდივიდუალური ფასი განსაზღვრა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად თავისი ავტომობილის შესაბამისი პროდუქტი კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეარჩიოს.
აგვისტოში მიმდინარე ყველა შეთავაზება “თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ მოქმედებს.
ფოტო: თეგეტა
“თეგეტა მოტორსს“ ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ფილიალებში მომხმარებელს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხვდებიან, რომლებიც ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ეხმარებიან სასურველი პროდუქტის შერჩევაში — იქნება ეს საბურავი, აკუმულატორი თუ სხვა. კამპანია “გაიარე მეტი“ კი ასახავს ხედვას — მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.
--
"თეგეტა მოტორსის“ შესახებ: "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები