DataFest Tbilisi-ის 40 სპიკერიდან ერთ-ერთი ქართველი UI/UX დიზაინერი მარიამ ქობულაძე იქნება
15, 16 და 17 ნოემბერს, თბილისში ჩატარდება DataFest Tbilisi - პირველი ყოველწლიური მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩამოსული 400-ზე მეტი მონაწილე ეწვევა.
ფესტივალის მონაწილეების წინაშე 40 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი წარსდგება. მათ შორის არიან Facebook-ის, CNN-ის, Zalando-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მონაცემებზე სხვადასხვა კუთხით ისაუბრებენ.
ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერია UI/UX დიზაინერი მარიამ ქობულაძე. მარიამი JumpStart Georgia-ში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი ძირითადი საქმიანობა მონაცემების საინტერესო და განსხვავებული ფორმით გამოსახვა იყო.
DastaFest-ს 40-ზე მეტი ქართვლი და უცხოელი სპიკერი ეყოლება, კონკრეტულად თქვენ რა ფორმით იქნებით ფესტივალში ჩართული?
- ფესტივალი, როგორც იცით, სამდღიანია. პირველ დღეს იქნება ე.წ. Inspirational Talk-ები, რომელზეც ვილაპარაკებ ზოგადად მონაცემთა ვიზუალიზაციაში დიზაინის როლზე. მეორე დღეს მექნება ვორქშოფი, რომელიც უფრო პრაქტიკული იქნება და ვეცდები, დამსწრე საზოგადოებას ავუხსნა დიზაინის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მონაცემთა ვიზუალიზაციის, თუ ნებისმიერი სხვა დიზაინის კეთებისას უნდა დაიცვან. ასევე, ვიქნები მენტორი მინი ჰაკათონზე და გუნდებს, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების სწორად გამოსახვაში დავეხმარები.
რა განაპირობებს მონაცემების მზარდ მნიშვნელობას მსოფლიოში?
- იმის გამო, რომ დღეს ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, მონაცემები უფრო ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანისათვის. მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს ზოგად, ობიექტურ სურათს - იმას, რაც ჩვენი თვალთახედვით მარტივად არ ჩანს. მონაცემებთან ურთიერთობა და მათი ხალხისთვის მარტივი ფორმით მიწოდება კომუნიკაციების ყველა სპეციალისტს სჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჟურნალისტი, მარკეტერი თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი. დღეს აღარავინ კითხულობს გრძელ სტატიებს თუ ანგარიშებს, სწორედ ამიტომ საჭიროა მონაცემები ჩვენს აუდიტორიამდე მარტივი, მიმზიდველი ენით მივიტანოთ.
რატომ უნდა მოვიდეს ხალხი DataFest-ზე?
- იმიტომ, რომ ისინი მონაცემებს ბევრი საინტერესო, ახალი კუთხიდან დაინახავენ. ბევრს ახალს ისწავლიან, გაეცნობიან ამ მიმართულებით საერთაშორისო ტენდენციებს და უკვე არსებულ ცოდნას კი პრაქტიკაში გამოიყენებენ. მსგავსი ღონისძიებები community builidng- სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ ერთმანეთი, ერთად იმუშავონ და ერთობლივი პროექტებიც დაგეგმონ.
DataFest-ის ორგანიზატორია ორგანიზაცია ForSet-ი, რომელიც მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწეობს. მასთან ერთად, ფესტივალს ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია Digital Communication Network (DigiComNet). ღონისძიება პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრისა (PCSC) და UNDP-ის სტამბულის ინოვაციების ჰაბის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ბილეთების შეძენა. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიას.
მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები