თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მივიდა. ბოკუჩავამ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ ის ყრილობაზე სამი მიზეზით იმყოფება — მადლობა გადაუხადოს თავის მხარდამჭერებს, დააფიქსიროს პოზიცია, რომ მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს და წარმატება უსურვოს ყრილობაში მონაწილე პირებს.
"სამი მიზეზით ვარ მე დღეს ყრილობაზე მოსული:
უპირველეს ყოვლისა, რომ მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს — იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე — იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს ორი წლის წინ, რომ ორი წლის განმავლობაში მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემი აქ მოსვლით იყო სწორედ ეს.
მეორე იყო ის, რომ თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ გაეგოთ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასოდეს მნიშვნელობა არ ჰქონია — მთავარია ბრძოლა, მთავარია სიმართლე, მთავარია ღირსება და მთავარია ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, მესამე მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ მოვედი, არის ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," — განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ უარყო პარტიის დატოვება და განმარტა, რომ ის ბრძოლას პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.
"მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე სწორი ჩემი მხრიდან იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა.
ჩემი კანდიდატურის დასახელებაც, შესაბამისად, არ მოხდა იმისთვის, რომ შემდგომ არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც არაერთხელ განვმარტე, ეს არის დროებითი ორგანოს დროებითი სტრუქტურა, რომელიც იქმნება, რამდენადაც მე მესმის, 6 თვით და, შესაბამისად, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ დროებითი მართვის სტრუქტურაში. პარტიიდან არსად წასვლას არ ვაპირებ," — განაცახდა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, 5 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. ბარამიძის განმარტებით, ყრილობა აღარ აირჩევს თავმჯდომარეს ძველი წესით და პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს იმართება. მოქმედი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია — ის აჭარაში იმყოფება. კითხვაზე — რატომ არ გადადო პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომ მას თავმჯდომარეც დასწრებოდა, ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ "ყველას ლოჯისტიკურ გეგმებს ვერ მოერგებოდნენ". დაესწრება თუ არა თინათინ ბოკუჩავა 5 აგვისტოს ყრილობას, ცისკარიშვილმა არ იცის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები