"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩიეს და 8 წევრი დაამტკიცეს. დროებითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. საბჭოს წევრები არიან:
- ირაკლი ფავლენიშვილი;
- პეტრე ცისკარიშვილი;
- ანა წითლიძე;
- ლაშა ფარულავა;
- გიორგი ჩალაძე;
- ლევან ბეჟაშვილი;
- გიორგი ბოტკოველი;
- ირაკლი ნადირაძე.
დროებითი მმართველობის საბჭოს მე-9 წევრობაზე თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა. მისი განმარტებით, ის პარტიაში მუშაობას პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები გაუქმდა და მათ დროებითი საბჭო ჩაანაცვლებს. მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შედის ყველა ის უფლებამოსილება, რაც წინა წესდებით პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ეხებოდა.
მისივე განმარტებით, დამატებით შეიქმნება "რეფორმატორების საბჭო", რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მისი აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
"გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნისა და სხვა თანამდებობები თუ პოზიციები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო — მმართველი საბჭოს სახით.
ნანუკა ჟორჟოლიანი ჯერ არ არის პარტიის წევრი და არც პარტიის მმართველობით ორგანოებში იღებს მონაწილეობას. კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც არაპარტიული შემადგენლობით — ექსპერტები, გულშემატკივრები — მიიღებენ მონაწილეობას საბჭოს საქმიანობაში.
ირაკლი ფავლენიშვილი წარდგა ყრილობის წინაშე და ის არჩეულ იქნა მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ.
მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შედის ყველა ის უფლებამოსილება, რაც წინა წესდებით ეხებოდა პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს. ეს კომპეტენციები გაერთიანდა და მათ ერთიანად აღასრულებს მმართველი საბჭოს კოლეგიალური ორგანო," — განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მივიდა. ბოკუჩავამ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ ის ყრილობაზე სამი მიზეზით იმყოფება — მადლობა გადაუხადოს თავის მხარდამჭერებს, დააფიქსიროს პოზიცია, რომ მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს და წარმატება უსურვოს ყრილობის მონაწილეებს. ბოკუჩავამ უარყო პარტიის დატოვება და აღნიშნა, რომ ის ბრძოლას პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები