გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ელი სექტემბრიდან სკოლის ფორმების რეალიზაცია დაიწყება. მიქანაძის განმარტებით, ფორმები როგორც საცალოდ, ისე ონლაინ გაიყიდება.
მინისტრის თქმით, სამინისტრო ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.
"1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესის შესახებ, რომელიც ფორმების რეალიზაციას უკავშირდება. იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჩვენ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. ესეც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მაგალითად, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში, რა შეღავათები შეიძლება გაითვალისწინოს ბანკმა შემძენ პირთან მიმართებით," — განაცხადა მიქანაძემ.
შემდეგ მიქანაძემ განმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმების შეძენაზე. მინისტრის განცხადებით, თუ მშობელი გააპროტესტებს შვილისთვის ფორმის ჩაცმას, მათ წინააღმდეგ "კონკრეტული აღმზრდელობითი მექანიზმები" ამოქმედდება.
"საზოგადოებაში არიან ადამიანები — თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი — რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.
როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: "მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში" — აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ ვერ გააზრებულად ათვითცნობიერებს, რაზეა საუბარი; რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.
აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ სკოლაში ბავშვის შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი.
შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება სავალდებულოა.
აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათისა იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს საერთო იქნება ყველა საჯარო სკოლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს," — განაცხადა გივი მიქანაძემ.
რა ეღირება ფორმები:
24 ივლისს გამოცემული სპეციალური ბრძანების თანახმად, სკოლის ფორმის ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ბიჭის პიჯაკი — 45 ლარი;
- ბიჭის შარვალი — 25 ლარი;
- გოგოს პიჯაკი — 45 ლარი;
- გოგოს შარვალი — 25 ლარი;
- გოგოს ქვედაბოლო — 25 ლარი.
ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი (ან შარვალი და ქვედაბოლო), 95 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. 1 801 000 სასკოლო ფორმა 3 ეტაპად შეიკერება.
მიქანაძის განმარტებით, სასკოლო ფორმების ფასი რამდენჯერმე იაფი იქნება კერძო სკოლების ფორმებთან შედარებით. გარდა ამისა, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები ქულით, ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს (ბიჭის შემთხვევაში) ან ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაბოლოს (გოგონას შემთხვევაში) სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები