ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
მაზდა, ვოლვო, პორშე, ჯილი, ზიკერი, პოლარისი, ინდიანი — ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლისგან შეძენა ამიერიდან უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი. რეგიონული გაფართოების ფარგლებში, ავტო გალერის რიგით მესამე მულტიბრენდული სივრცე ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხში (№2) გაიხსნა. შოურუმი თეგეტა ქარსის ბრენდებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია პოლარისის კვადროციკლები და ყველგანმავალი ტექნიკა და ინდიანის მოტოციკლები.
ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის რეგიონული ექსპანსიის სტრატეგიის ნაწილია. ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, დღემდე ავტომობილების არც ერთი ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ კომპანიამ ბათუმის შემდეგ ავტო გალერის განვითარების მორიგ მიმართულებად სწორედ ქუთაისი აირჩია.
ფოტო: თეგეტა
ნოდარ ჭირაქაძე, ავტო გალერის დირექტორი: "ქუთაისში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ეს არის ტენდენცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორადი ავტომობილებიდან ახალ ავტომობილებზე ეტაპობრივ გადასვლას ასახავს. ამ პროცესების პარალელურად კი გვსურს, ხარისხიან, ოფიციალურ სერვისსა და ქარხნულ გარანტიაზე წვდომა მხოლოდ დედაქალაქის პრივილეგია აღარ იყოს.
რეგიონული გაფართოება კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ბათუმის შემდეგ ქუთაისი ლოგიკური ნაბიჯი იყო და აქ არ ვჩერდებით — გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქამდე მივიტანოთ. გვჯერა, რომ ეს ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესებში შედის და, ამასთანავე, როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს".
ავტო გალერიში შეძენილ ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, პირობები კი ბრენდების მიხედვით განსხვავდება. საგარანტიო მომსახურებას მომხმარებელი თბილისსა და ბათუმში განთავსებული ოფიციალური სერვისცენტრებიდან მიიღებს, ხოლო გეგმური მომსახურება ქუთაისის ფილიალშივე იქნება ხელმისაწვდომი.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ფილიალის ისტორია ჯერ ახალი იწყება, პირველი ტენდენციები უკვე იკვეთება — ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა “ჯილისა“ და “მაზდას“ ბრენდებზეა. თუმცა კომპანიაში ელიან, რომ ცნობადობის ზრდის ფონზე ინტერესი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებზეც გაიზრდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ავტო გალერი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, ავტო გალერი Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები