"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" (თიზ) ბოლო პერიოდში მის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
თიზ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სანქცირებული კრიპტოკომპანიები ოპერირებენ.
მათი განცხადებით, სიუჟეტში ნაჩვენები ობიექტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის მოქმედი ინფრასტრუქტურაა. მათივე განმარტებით, აღნიშნული ობიექტი უმოქმედოა და მისი დემონტაჟი უკვე დასრულებულია.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სანქცირებულ კომპანიებთან კავშირს დაადასტურებდა.
"ბოლო პერიოდში თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თბილისის თიზ-ი საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკითხის დაზუსტებას.
თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული კრიპტოკომპანიები ამჟამად თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
სიუჟეტში ნაჩვენები ობიექტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.
ობიექტი, რომელიც გავრცელებულ მასალებში მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოჩენილი, დღეისათვის უმოქმედოა და დასრულებულია მისი დემონტაჟიც.
არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, სანქცირებული კომპანიების კავშირზე მაინინგ კომპანიებთან.
ამგვარი კავშირის შესახებ გავრცელებული ვარაუდები არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით და არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, კრიპტო მაინინგი თიზ-ში ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ერთ ობიექტს რომელიც მილევად რეჟიმშია და არ აქვს კავშირი სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან.
არასწორია ელექტროენერგიის ღირებულებასთან და დღგ-სთან დაკავშირებით გავრცელებული ინტერპრეტაციაც.
თიზ-ების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2007-2008 წლებიდანაა დამკვიდრებული, საქართველოდან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში პროდუქციის, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდება განიხილება როგორც ექსპორტი, შესაბამისად იგი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის დღგ არ წარმოადგენს რეალურ ხარჯს, ვინაიდან მასზე კანონმდებლობით ვრცელდება ჩათვლის უფლება. შესაბამისად, საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს დღგ-ს რეჟიმი თბილისის თიზ-ში მოქმედ კომპანიებს ავტომატურად 18%-იან უპირატესობას აძლევს ელექტროენერგიის შესყიდვისას, არასწორია.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაზე, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2023 წლიდან, ახალი მფლობელის პირობებში, თბილისის თიზ-ში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება და მაღალი ხარისხის ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ზონაში ამუშავდა 15 ახალი საწარმო, გადამამუშავებელი და სასაწყობო პროექტი, ამოქმედდა 12 ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მოზიდულია 70 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია.
თბილისის თიზ-ის პრიორიტეტია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედი ინვესტორებისა და ბიზნესპროექტების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
თბილისის თიზ-ის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე სოციალური მედიის არხებზე (Facebook; LinkedIn) და აქტიურად ახლდება. თიზ-ი ასევე მზადაა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გასცეს დეტალური და გადამოწმებადი ინფორმაცია," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები