Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალური პოსტერი სხვა ბიზნესის ფასდაკლების კუპონებით, იღებ კუპონს და მიემართები სხვა ადგილისკენ, სადაც ახალი ფასდაკლება დაგხვდება და ასე იკვრება ჯაჭვი.
Sio Print-დან გზა Lunatic-მდე მიგიყვანს
Sio Print-ის გამორჩეული პრინტებისა და ილუსტრაციების შემდეგ ფუნთუშებისა და ორცხობილების საკონდიტრო Lunatic-ისკენ მიდიხარ, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროსა და მრავალფეროვან, ხელნაკეთ დესერტებს სთავაზობს.
Lunatic-ის თანადამფუძნებელი, ია ძაგანია, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტა, პროექტში მონაწილეობა:
"ლუნატიკი შევქმენით იდეით, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ დესერტები კი არა, გამორჩეული გამოცდილებაც შეგვეთავაზებინა. თავიდანვე ჩვენი მთავარი ღირებულებები იყო ხარისხი, კრეატიულობა და მუდმივი განვითარება. ამ პროექტში ჩართვაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვჯერა, მცირე ბიზნესების ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობები ყველას აძლევს ზრდისა და საკუთარი ისტორიის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობას“.
Lunatic-დან Wine Square-ში
Lunatic-იდან წამოღებული ფასდაკლების კუპონი Wine Square-თან მიგიყვანს, რომელიც თბილისის ისტორიულ გულში, გუდიაშვილის მოედანზე, მდებარეობს, სადაც ძველი ქალაქის არქიტექტურა, დახვეწილი ინტერიერი და მყუდრო გარემო ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის. Wine Square-ში 300-ზე მეტი დასახელების ღვინო და უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები გელოდება.
როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი, ლუკა ბულაური ამბობს, მცირე ბიზნესის ჯაჭვში ჩართვა მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო:
"მცირე ბიზნესებისთვის აუდიტორიის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა მუდმივი გამოწვევაა, ამიტომ ამ ინიციატივაში მონაწილეობა ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, მეტი ხილვადობისა და განვითარებისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესებს აძლევს საჭირო პლატფორმას, მასშტაბს და დამატებით რესურსს, რომ ხმა უფრო ფართო აუდიტორიას გააგონონ და რეალური სარგებელი მიიღონ“.
ჩაერთეთ ჯაჭვში
პროექტის პირველი ჯაჭვი ასეთია: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut
თუ მცირე ბიზნესი გაქვთ და გინდათ, რომ თქვენს სივრცეში ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუჭიროთ მხარი, შემოუერთდით პროექტს.
მონაწილეობისთვის სულ ორი რამ დაგჭირდებათ: ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებელს მასპინძლობთ და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც სალარო აპარატის ფუნქციასაც ითავსებს და ამასთან, საბარათე გადახდების მიღებას 0%-იანი საკომისიოთი შეძლებთ — გაიგეთ მეტი.
პროცესი მარტივია:
- შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე და დატოვეთ მონაცემები. ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ დეტალების გასავლელად;
- მიიღეთ პოსტერი: გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებით დაასაჩუქრებს;
- უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით თქვენთან გადმოინაცვლებენ.
ინიციატივა ქალაქში მცირე ბიზნესების ახალ მარშრუტს ქმნის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთად განვითარება უფრო მარტივია. ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს, მომდევნო სტატიებში სხვა საინტერესო ადგილებსაც გაგაცნობთ.
კამპანიაში ჩართული ბიზნესების სრული სიის სანახავად იხილეთ მუდმივად განახლებადი რუკა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები