OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
ფოტო: NYT
ივნისში, ბიოლოგი დანიელ ბლუმშტეინი კოლორადოს შტატის ქალაქ გოთიკის ველზე იჯდა და ვირზაზუნას გამოჩენას ელოდა. მღრღნელი არსად ჩანდა, რის გამოც მეცნიერი ფიქრებს მიეცა.
სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო დაფინანსების შემცირების გამო შეწუხებულ მეცნიერს იდეაც იქვე დაებადა: იქნებ სერიალ Margo’s Got Money Troubles-ის სიუჟეტი — მარტოხელა დედაზე, რომელიც ოჯახის შესანახად ზრდასრულთა კონტენტის პლატფორმას, OnlyFans-ს მიმართავს — ვირზაზუნებსა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებასაც მოერგოს?
ლაბორატორიაში დაბრუნებულმა დოქტორმა ბლუმშტეინმა ეს იდეა კოლეგებს გაუზიარა. გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ერთ-ერთმა მაგისტრანტმა პროფილისთვის შესანიშნავი სახელი მოიფიქრა: OnlyMarms.
ფოტო: iStock
"ეს იქნება სრულიად უწყინარი კონტენტი, ამის სექსუალიზებას არ ვაპირებთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გართობითა და ხალისით გავუზიაროთ ხალხს ჩვენი დაკვირვებები" — განაცხადა UCLA-ის პროფესორმა, დოქტორმა ბლუმშტეინმა.
ანგარიში, რომელზეც ველური ვირზაზუნების სოროების თხრისა თუ კლდეებზე სირბილის ამსახველი ვიდეოები თავსდება, უფასოდაც ხელმისაწვდომია, თუმცა გვერდი იღებს დონაციებს, რომლებიც დოქტორი ბლუმშტეინისა და მისი გუნდის საველე კვლევების დაფინანსებას ხმარდება.
მკვლევრები სწავლობენ ვირზაზუნების ქცევასა და გენეტიკურ ხაზებს, რათა გაიგონ, მაგალითად, როგორ რეაგირებენ ძუძუმწოვრები გარემოს ცვლილებებზე.
მეცნიერები კოლორადოს შტატში მდებარე კლდოვანი მთების ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობენ, სადაც რეგიონის ყვითელმუცელა ვირზაზუნებზე დაკვირვება ჯერ კიდევ 1962 წლიდან მიმდინარეობს.
ფოტო: Jeff Pflueger/The New York Times
ამ ეტაპზე ანგარიშს დაახლოებით 2 900 ვიზიტორი და 112 გამომწერი ჰყავს, რაც შეეხება დონაციას — კვლევების გასაგრძელებლად საჭირო თანხა ჯერჯერობით არ შეგროვებულა.
გუნდმა საგრანტო განცხადებების მიუხედავად, დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. პროგრამის შესანარჩუნებლად, ბლუმშტეინმა და მისმა კოლეგებმა პირადი დანაზოგებიც გამოიყენეს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება.
დოქტორ ბლუმშტეინის კვლევისთვის შექმნილი საფრთხე ფედერალური დაფინანსების გადახედვის შედეგია. ტრამპის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა თანამშრომლები ფედერალურ სამეცნიერო სააგენტოებში, შეამცირა კვლევითი პროგრამები, გააუქმა გრანტები და დაასანქცირა უნივერსიტეტები.
მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამიერიდან პრიორიტეტს მიანიჭებს ხელოვნურ ინტელექტს, რობოტექნიკასა და ბირთვულ ენერგეტიკას, ხოლო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებს.
იხილეთ პროექტის ინსტაგრამ გვერდი და დონაციის მისამართი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები