ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ახალი პროფესიის შესწავლა ძველი გზის მიტოვებას სულაც არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს უბრალოდ სხვა უნარის შეძენას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შენსავე საქმეს სრულიად სხვა თვალით დაგანახებს.
სწორედ ასეთი შესაძლებლობა აღმოჩნდა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა პროფესიულ აკადემიებში ლუკა ბესტავაშვილისთვის.
ლუკამ თბილისის კომუნიკაციის სკოლა Content Marketing-ში ისწავლა, თუმცა მისი ძირითადი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობაა.
როგორც თავად ამბობს, Content Marketing პროფესიის შეცვლის მიზნით არ აურჩევია. მისთვის მთავარი ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენა იყო, რომლებსაც მომავალში საკუთარ სფეროშიც გამოიყენებდა.
“ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იქმნება ეფექტური კომუნიკაცია, როგორ ყალიბდება იდეა და როგორ აღწევს ის ადამიანებამდე“, — გვიამბობს ლუკა.
მისი აზრით, ახალი მიმართულების შესწავლა განსაკუთრებით მაშინ არის ღირებული, როდესაც ის ძირითად საქმიანობასაც აძლიერებს. სწორედ ეს გახდა მოტივაცია საამისოდ, რომ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სრულიად განსხვავებული სფეროც გამოეცადა.
დღეს ლუკა ხელოვნებათმცოდნეობის სწავლას აკადემიურ სივრცეში აგრძელებს. მას განსაკუთრებულად აინტერესებს, როგორ აისახება სხვადასხვა ეპოქის კულტურული და სოციალური კონტექსტი ხელოვნებაზე. როგორც თავად აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ Content Marketing მისი ძირითადი მიმართულებისგან განსხვავებულია, კურსმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ იდეის სწორად ჩამოყალიბება და მისი შესაბამის აუდიტორიამდე მიტანა თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია.
ამბობს, რომ კურსმა ყველაზე მეტად კომუნიკაციის აღქმა შეუცვალა.
“დღეს გაცილებით მეტ ყურადღებას ვაქცევ იმას, როგორ იქმნება კონტენტი, რა ლოგიკით და როგორ არის მორგებული კონკრეტულ აუდიტორიაზე. ვფიქრობ, ეს უნარი არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, რადგან გვასწავლის ინფორმაციის უფრო გააზრებულად მიღებასა და გადაცემას“.
ლუკასთვის ეს გამოცდილება მომავალშიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. მისი თქმით, ეფექტური კომუნიკაციისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი ნებისმიერ პროფესიაში ფასეულია, რადგან თანამედროვე სამყაროში ცოდნა საკმარისი აღარ არის — მნიშვნელოვანია მისი სწორად გაზიარებაც.
ამ ეტაპზე ლუკას მთავარი მიზანი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იმ მიმართულებების ეტაპობრივი განვითარება, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს.
მათ კი, ვინც პროფესიის შეცვლაზე ან ახალი უნარის შეძენაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, ლუკა ერთ მარტივ რჩევას აძლევს:
“ახალი ცოდნის მიღების არ უნდა შეგეშინდეთ. ზოგჯერ ერთი განსხვავებული გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ საქმეს სხვაგვარად შეხედო ან სრულიად სხვა შესაძლებლობები აღმოაჩინო.“
ლუკასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ბანკის პროფესიული განათლების სტიპენდიასაც. მისი თქმით, დაფინანსებამ შესაძლებლობა მისცა, სწავლის პროცესზე სრულად კონცენტრირებულიყო და ახალი ცოდნა დამატებითი ფინანსური ბარიერების გარეშე მიეღო.
“საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩემთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რომელმაც მომცა საშუალება, დამატებითი პროფესიული ცოდნა მიმეღო ისე, რომ მთავარი ყურადღება სწავლის პროცესზე გადამეტანა. ამ მხარდაჭერამ გადაწყვეტილების მიღებაც გამიმარტივა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ახალი უნარების შეძენა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა განვითარებისთვის”, — ამბობს ლუკა.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებთან ერთად შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ახალი პროფესია, განივითარონ პრაქტიკული უნარები და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები