ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
პარტია საქართველოსთვის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, 2008 წლის ომზე გაკეთებული განცხადების გამო, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.
ფილფანის აზრით, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემაც ბოდიში უნდა მოიხადოს.
"ბარამიძემ, ვინც ეს თქვა, ვინც ეს გადაცემაში გამოიტანა და შემდეგ ვინც ეს პოლიტიკური მსჯელობის საგნად აქცია, ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში, იმიტომ რომ ყველამ დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. [...]
არც ბარამიძეს და არც გუშინ კობახიძეს არ უფიქრიათ მათ მიერ განცხადებების კეთების დროს იმ ადამიანებზე, ვინც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რაც მათ განცხადებების შემდეგ, შესაძლოა ამ ადამიანებს მოუწიოთ იმ ყოფაში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში, პირველ რიგში, იმ გმირების წინაშე. გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართაც, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ და რასთან დაკავშირებითაც პასუხს სთხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება.
აქედან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს," — განაცხადა ფილფანმა.
რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ?
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ 8 აგვისტოს კვლავ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი "სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა" დაიწყო.
"ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. სწორედ ამაშია საქმე, რომ მოღალატე მთავარსარდალი ყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას და ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა. რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის და მისი რეჟიმის და ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო, რა თქმა უნდა, დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული," — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის აღნიშნულ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო უწყება გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილ მეხუთე პრეზიდენტს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება.
"სინამდვილეში, ეს თავიდანვე იყო ცნობილი და სამხრეთ ოსეთი ამის შესახებ ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა. [...] ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უფლებამოსილი იყო საქართველოს სახელმწიფოს სახელით ემოქმედა და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, ატარებდა რა ანტიოსურ და ანტიაფხაზურ პოლიტიკას. ამიტომ პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომზე უნდა აიღოს ქვეყანამ, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტმა, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებმა," — აცხადებს ე.წ უწყება.
რა განაცხადა გიორგი ბარამიძემ?
7 აგვისტოს პროკურატურამ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომსა და ტყვეთა გაცვლის პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.
ბარამიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ტყვეები არ ჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ. ბარამიძის განმარტებით, მისი აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და აღნიშნა, "რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან".
მოგვიანებით ბარამიძემ განაცხადა, რომ მძიმე პროცესების აღწერისას "სხვა სიტყვების გამოყენება აჯობებდა".
ბარამიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განმარტა, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. მისი თქმით, სიცრუეა მოსაზრება, თითქოს მან თქვა, რომ საქართველო ტყვეებს აყვანდა და ხვრეტდა.
"არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი," — განაცხადა ბარამიძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები