"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში კობა ლიკლიკაძე დაიკითხა.
ლიკლიკაძე ამჟამად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორია. ლიკლიკაძე აფხაზეთის ომის დროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის თანამშრომელი იყო.
ლიკლიკაძემ IPN-თან საუბარში განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. მისი განმარტებით, "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს" და ამის დასადასტურებლად პირადი მაგალითი გაიხსენა. კერძოდ, ლიკლიკაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2008 წლის 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს — თუმცა, აღნიშნული განცხადებისთვის მან მალევე მოიხადა ბოდიში.
"მისგან, როგორც წარსულში კომპეტენტური სახელმწიფო მოხელისგან, ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. მან რეალურად იცოდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მომხდარა.
აქ იმისთვის ვარ, რომ, თუ გამოძიებას რაიმე შეკითხვა ექნება, ჩემი კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში ვუპასუხო. ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მეც მომივიდა და იმავე წუთში, როგორც კი დამირეკეს, პირდაპირ და გადაჭრით მოვიხადე ბოდიში ყველას წინაშე, ვინც ჩემი არასწორი შეფასებისა თუ ფაქტის დამახინჯების ადრესატი გახდა. ეს ხდება, ადამიანები ვართ," — განაცხადა ლიკლიკაძემ.
7 აგვისტოს პროკურატურამ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომსა და ტყვეთა გაცვლის პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.
ბარამიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ტყვეები არ ჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ. ბარამიძის განმარტებით, მისი აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და აღნიშნა, "რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან".
მოგვიანებით ბარამიძემ განაცხადა, რომ მძიმე პროცესების აღწერისას "სხვა სიტყვების გამოყენება აჯობებდა".
ბარამიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განმარტა, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. მისი თქმით, სიცრუეა მოსაზრება, თითქოს მან თქვა, რომ საქართველო ტყვეებს აყვანდა და ხვრეტდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები