AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
ფოტო: თიბისი
ბათუმი 10-12 სექტემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას AD BLACK SEA 2026-ს უმასპინძლებს. ფესტივალი მე-10 საიუბილეო წელს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს წამყვანი შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს, მარკეტერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA-ის დაარსების პირველივე დღიდან, თიბისის სჯერა, რომ ძლიერი შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის განვითარების, ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს იმ პლატფორმებს, სადაც ახალი იდეები იბადება, შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები იქმნება.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ნამუშევრების მიღება 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
"უკვე ათი წელია, AD BLACK SEA-სთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ახალი იდეები იბადება და პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. გვჯერა შემოქმედების ძალის, რომელიც ცვლის ადამიანებს, ბიზნესებს და გარემოს უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ამ ტრანსფორმაციას ქმნის. Young Creative-ის კატეგორიაც ამ რწმენის გაგრძელებაა: გვსურს, ახალი თაობის ქართველ შემოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გავუხსნათ და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას“, — მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
სამ დღიანი ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. რეგიონის ყველაზე შემოქმედებითი კამპანიებსა და პროექტებს, 13 ძირითად კატეგორიაში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი გამოავლენს.
ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია „ON THE EDGE“ იმ გარდამავალ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს მსოფლიო, ქვეყნები, შემოქმედებითი ინდუსტრია და ადამიანები იმყოფებიან. ზღვარზე ყოფნა არის სივრცე, სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა. სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.
AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.
ფესტივალს 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი დაესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს, მათ შორის დევიდ დროგას (Accenture), სინდი გელოპს (MakeLoveNotPorn), ნატაშა ჯენს (Pentagram New York), მიჰნია გეორგიუს (Le Pub), კატალინ დობრეს (McCann Worldgroup Romania) და იოჰანა იასკოვსკას — გაფართოებული რეალობისა და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.
AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება, ხოლო თიბისი ამ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გრძელვადიანი მხარდამჭერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები