ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
ფოტო: საქართველოს ბანკი
ფოთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საჭადრაკო ქალაქია, თითქმის 80 წელია, ჭადრაკი მისი ისტორიისა და იდენტობის ნაწილია.
საქართველოს ბანკისთვის, როგორც ფოთის საჭადრაკო კლუბისა და საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტურნირის მოწყობა, არამედ ქალაქის მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის თანამედროვე ფორმით გაცოცხლებაც. სწორედ ამიტომ დაიბადა კამპანია — ჭადრაკის ახალი ტალღა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
წლების განმავლობაში, ჭადრაკის თამაში ძირითადად დახურულ სივრცეებში მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, რომ ფესტივალისთვის ახალი, განსხვავებული ხასიათი მიენიჭებინა და იმის ნაცვლად, რომ მოთამაშეები მიეყვანა ჭადრაკთან, პირიქით, ჭადრაკი მიიტანა იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს.
ასე შეიქმნა საქართველოს ბანკის ახალი კამპანია, რომლის მთავარი იდეა ისეთი ჭადრაკის შექმნა იყო, რომელიც საკუთარ თავში ფოთის მონაკვეთებს გააერთიანებდა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზღვამ შექმნა ფიგურები
კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნაწილი მალთაყვის სანაპიროზე დაიწყო, სადაც შეგროვდა ყველა ის მასალა, რომლითაც ჭადრაკის ფიგურები შეიქმნა.
ამისთვის, ადგილობრივებთან ერთად შეგროვდა ზღვისგან ფორმაშეცვლილი და დამუშავებული ქვები, გამორიყული შუშები… მათი ინსპირაციითა და გამოყენებით ფოთელმა მოქანდაკემ უნიკალური საჭადრაკო ფიგურები შექმნა.
შედეგად, მივიღეთ საჭადრაკო ნაკრები, სადაც თითოეული ფიგურა განსხვავებული ფორმისა და ხასიათისაა — ზუსტად ისე, როგორც ზღვის თითოეული კენჭი, ზღვა ხომ არასდროს ქმნის ორ ერთნაირ ქვას.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქვის ფიგურებზე მუშაობისას მთავარი მიზანი ბუნებრივი მასალის ხასიათის შენარჩუნება იყო — სწორედ ამიტომ, ზღვიდან ამოღებული კენჭები და შუშები ინარჩუნებს მათთვის დამახასიათებელ ტექსტურასა და ფორმას.
შესაბამისად, გამორჩეული ხასიათისაა პაიკების დიზაინიც, რაც ბავშვობის მოგონებებით იყო შთაგონებული — ორი ერთმანეთზე დაბალანსებული ქვა, ზღვის სანაპიროზე ქვების კოშკების აგების, ტალღებთან თამაშისა და ზაფხულის მოგონებებს აერთიანებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მსგავს ფილოსოფიას ავითარებს შუშის ფიგურებიც. ამ შემთხვევაშიც, პაიკები ქვების მსგავსად, ორი ელემენტის ბალანსის ფორმას ინარჩუნებენ.
სანაპიროზე ხშირად რჩება მინის ბოთლები, რომლებსაც ზღვა დროთა განმავლობაში ამუშავებს, კიდეებს უმრგვალებს და სრულიად ახალ ფორმას აძლევს, რაც ეტლების დიზაინის შექმნის ინსპირაციად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის ფიგურების ზღვაში ნაპოვნი შუშებისგან დამზადება გარემოზე ზრუნვასაც ისახავდა მიზნად. სანაპიროზე დარჩენილი მინა, დაბინძურების წყაროა, სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში მათი დანიშნულება გადაიაზრე, ახალი სიცოცხლე შთაბერეს და უნიკალური დიზაინის ობიექტებად აქციეს.
ასე შეიქმნა ჭადრაკის ფიგურების სეტი, რომელიც არ ეცილება ბუნებას, პირიქით, ინარჩუნებს ზღვის მიერ შექმნილ ფორმებსა და ხასიათს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალაქი და ზღვა, რომლებიც საჭადრაკო პატერნებად ყოველდღიურ ნივთებში იქცა
კამპანიის ფარგლებში, ფოთის იდენტობა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურებში არ ითარგმნა. თუ ქალაქს ზემოდან დახედავთ, შეამჩნევთ, რომ მისი განაშენიანება თავადაც საჭადრაკო დაფას მოგაგონებთ.
ამ ანალოგიაზე დაფუძნებით, ზღვის ტალღები საჭადრაკო პატერნებად გარდაიქმნა, რის საფუძველზეც კამპანიისთვის უნიკალური ვიზუალური იდენტობა შეიქმნა.
ჭადრაკის ახალი ტალღის ფარგლებში შექმნილი მერჩები მხოლოდ კამპანიის ატრიბუტები არ ყოფილა — თითოეული მათგანი ყოველდღიური გამოყენების საგნად იქცა.
შეიქმნა საჭადრაკო დაფის ვიზუალის ზღვის ჩანთა, რომლის შიგნით მოთავსებული ტომსიკები ჭადრაკის უნიკალური ფიგურების მარტივად ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა. შედეგად, ზღვის ჩანთა სრულფასოვან საჭადრაკო სეტად გარდაიქმნა, რომელიც მოყვარულებს ნებისმიერ ლოკაციაზე თამაშის საშუალებას აძლევს. იმავე კონცეფციით დამზადდა ზღვის პირსახოცები და თავსაბურავებიც.
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სახალისო ელემენტი მარაო გახდა, რომელზეც დატანილია ჭადრაკის თამაშის ძირითადი წესები. ეს დამწყებ მოჭადრაკეებს თამაშის მარტივად შესწავლაში ეხმარება.
მალთაყვის სანაპიროზე ასევე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც განთავსდა კამპანიის ვიზუალური იდენტობით გაფორმებული ქოლგები, დროშები და სხვა სანაპირო ატრიბუტები.
ასე მოიცვა მალთაყვის სანაპირო სრულად საჭადრაკო დაფის მოტივებმა, რომლებმაც სანაპირო ერთ დიდ, ცოცხალ საჭადრაკო დაფად აქცია.
ფოტო: საქართველოს ბანკი
თამაში, რომელიც დახურული სივრციდან ღია სივრცეში გადავიდა
კამპანიის შედეგად, მალთაყვაზე გაჩნდა სივრცე, სადაც ჭადრაკი დახურული სივრციდან ქვიშაზე გადავიდა და მთელი სანაპირო მოიცვა. აქ ერთმანეთს ეთამაშებოდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ნაცნობები თუ სრულიად უცნობები.
შედეგად, ჭადრაკი აღარ იყო მხოლოდ ფესტივალის ნაწილი, ის საქართველოს ბანკის ინიციატივით იქცა ჭადრაკის ახალ ტალღად, რომელმაც ფოთის საჭადრაკო მემკვიდრეობა ახალი ფორმით გააცოცხლა.
კამპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრადიციას შეცვლა არ სჭირდება, ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ მისცე მას ახალი სივრცე და ის გარდაიქმნება ისეთ მოძრაობად, რომელიც თაობებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები