პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკსა და სქაიტელს შორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კომპანიის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს.
სქაიტელი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ბიზნესებს, კერძო პირებსა და საჯარო სექტორს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ახალი ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პოზიციები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო დაფარვა შესთავაზოს.
“მადლობა პროკრედიტ ბანკს მხარდაჭერისთვის. EBRD-თან თანამშრომლობა საინვესტიციო რესურსებზე წვდომის გარდა, იმის დასტურია, რომ სქაიტელის საქმიანობის პრინციპები სრულად შეესაბამება კორპორაციული მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთ მთავარი ფუნდამენტია საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ეს ინვესტიცია, ქვეყნის ინტერნეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია”. — არმან ობოსიანი, სქაიტელის გენერალური დირექტორი.
“პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. სქაიტელი უკვე 15 წელზე მეტია ჩვენი პარტნიორია და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ. ახალი ინვესტიცია ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც სქაიტელს განვითარების გეგმების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს“. — ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.
“EBRD განაგრძობს საქართველოში ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, ამცირებს ციფრულ უთანასწორობას და აძლიერებს რეგიონების კონკურენტუნარიანობას. სქაიტელის ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ბიზნესის ციფრულ ეკონომიკაში უფრო აქტიურ მონაწილეობას“. — ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, რეგიონალური დირექტორი კავკასიაში EBRD.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები