ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხემ კვლავ ერთ სივრცეში — თაკარას ღია სცენაზე მოიყარა თავი. მეექვსე წელია რაც ამ ექსპერიმენტულ სცენაზე ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზით ერთიანდება ყველაფერი ის, რაც ქართულ ცეკვას საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა — ისტორია, ხასიათი, მოძრაობა და ემოცია.
საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შექმნილი თაკარა, სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განვითარებისა და შთაგონების სივრცეა. ადგილი, სადაც 80 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ხედვას ხვდება, ხოლო ტრადიცია ყოველ სეზონზე ახალ სიცოცხლეს იძენს.
რეკონსტრუქცია
თაკარას თითოეული სეზონი განსხვავებული იდეითა და სახელწოდებით იქმნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუხიშვილები არასდროს ჩერდებიან, მუდმივად ავითარებენ საკუთარ ხელწერას და ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.
ცვლილებები მხოლოდ მუსიკას, კოსტიუმებსა და ქორეოგრაფიას არ ეხება. წელს მნიშვნელოვანი გარდასახვა თავად სივრცემაც განიცადა — განახლებული თაკარა უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და მაყურებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
როგორც ანსამბლის დირექტორი, გენერალური პროდიუსერი და კოსტიუმების მხატვარი, ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ პროცესებმა განსაზღვრა წლევანდელი პროგრამის სახელწოდებაც — რეკონსტრუქცია.
"თაკარას სცენა შთაგონების ადგილია. ამ სცენიდან მოდის იდეები. სახელწოდება რეკონსტრუქცია თავად პროცესმა გვიკარნახა. თაკარას ღია სცენამ დიდი ცვლილებები განიცადა. დაემატა ლოჟები, ტერასები, გაიზარდა ადგილების რაოდენობა და სივრცე ახლა კიდევ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. სწორედ ამ განახლების პარალელურად ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე და საბოლოოდ სახელიც ამ იდეას დავუკავშირეთ”, — აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ნომერია ორღობე. უახლესი ცეკვა, რომელიც სოფლის დღესასწაულს, სიხალისესა და ერთიანობას აცოცხლებს.
"ორღობეს ცეკვა თაკარას სივრცეში დაიბადა. თავდაპირველად, მისი რეკონსტრუქცია ორღობეში დაიწყო. ცეკვის არქიტექტურა ისე ჩამოყალიბდა, რომ მოცეკვავეები ორ რიგად, წყვილებად მოძრაობენ. იქმნება განცდა, თითქოს მაყურებლის წინაშე მართლაც სოფლის ორღობეში მიმდინარე ცეკვა-თამაშია. დღესასწაული, სიხალისე და სიმხიარულე“, — გვიყვება ნინო სუხიშვილი.
და მაინც, მთავარი სცენა საქართველოა
ქართული ცეკვა ჯერ სცენის მიღმა იბადება — მთაში, ზღვის ნაპირზე, სოფლის ეზოებში, შრომაში, დღესასწაულსა და ყოველდღიურობაში. იქ, სადაც თითოეულ მოძრაობას თავისი ისტორია აქვს, ხოლო თითოეული რიტმი იმ ხალხის ხასიათს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს ასახავს, რომელმაც ის შექმნა.
სწორედ ეს მრავალფეროვნება ერთიანდება თაკარას სცენაზეც, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოძრაობად ცოცხლდება. აქ არის განსხეულებული იდეა, რომელსაც საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი — საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება გადმოსცემს — სვანური სიმტკიცე, მთიულური სილაღე, აჭარული მოძრაობის ელეგანტურობა, ხორუმის ძალა და ერთიანობის განცდა, რომ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, თითოეული ცეკვა ერთ უწყვეტ მოძრაობას ქმნის.
კერძოდ, ქარაფშაში თავისუფალი მოძრაობა და იმპროვიზაცია იგრძნობა, ჯარა კი სვანური სიზუსტითა და დისციპლინით გამოირჩევა. მათგან განსხვავებული ენერგია მოაქვს აჭარულ კინტრიშს — მსუბუქსა და სიცოცხლით სავსე ცეკვას. ექსპერიმენტული სივრცე თაკარასთვის ორგანულია ქალის მრავალმხრივი ბუნება — სცენაზე ის ერთდროულად ასახავს სინაზესა და მგრძნობიარობას, თუმცა, იმავდროულად, ავლენს ხასიათის სიმტკიცეს, ძალასა და ურყევ მიზანდასახულობას.
“ბევრი კუთხის ცეკვა გვაქვს წარმოდგენილი: სვანური, მთიულური, ხორუმის უახლესი ვერსია, სადაც ქალები და კაცები ერთად ცეკვავენ. ამ ცეკვაში თითქოს სამიზნე საქართველო ხდება. ასევე წარმოდგენილია აჭარული ცეკვებიც. ზოგადად, არის კომპოზიციები, სადაც სხვადასხვა კუთხის ილეთები ერთიანდება და ამ ყველაფრით თითქოს საქართველოს ერთიანობას ვუსვამთ ხაზს. ცეკვების შერჩევა ხდება სხვადასხვანაირად. თაკარას სცენაზე არაერთი სახელწოდებით გვქონია პროგრამა გატანილი. კოსტიუმებიც შეიცვალა, ცეკვები გადაკეთდა. ჩემი პირადი აზრია, რომ რეკონსტრუქცია იყო ყველაზე წარმატებული პროგრამა, ჩვენს პროგრამებს შორის“, — ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული კუთხე საკუთარ ამბავს ჰყვება, თუმცა საბოლოოდ ყველა მოძრაობა ერთ საერთო ისტორიამდე — საქართველომდე მიდის.
ძველისა და ახლის სინთეზი
თაკარას რეკონსტრუქციის მთავარი იდეა ძველისა და ახლის სინთეზშია, რომელიც უწყვეტ განვითარებას გამოხატავს. გზა, სადაც ტრადიცია მუდმივად მოძრაობს, ახალ იდეებს ხვდება და თანამედროვე ფორმით აგრძელებს არსებობას. თითოეული სეზონი ახლის ძიების, ექსპერიმენტისა და განვითარების გაგრძელებაა, სუხიშვილების ხელწერაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
აქ აუდიტორია დასის ნაწილია და მცირე დროით ისიც ნაციონალური ბალეტის წევრად გრძნობს თავს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნინო სუხიშვილის თქმით, ყოველი ახალი იდეის უკან კონკრეტული ემოცია და სათქმელია — ხშირად ისეთი გზავნილები, რომლებიც პირდაპირ არ ითქმის მოძრაობაში, მუსიკასა და სცენურ ენაში იკითხება.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, იმ მოვლენებს, რომლებიც გვაღელვებს რაღაც ფორმით შევეხოთ. შეიძლება პირდაპირ არ ვთქვათ, მაგრამ თითოეულ ნამუშევარში ჩვენს პატარა კოდს ვტოვებთ“, -— აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
თაკარას წლევანდელი სეზონი დასრულდა. და უკვე ველოდებით ახალი სეზონის გახსნას, ახალი დადგმებით.
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.
საქართველოს ბანკი — სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები