ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ფოტო: თეგეტა
როდესაც ინდუსტრიული სიმკაცრე, ფუნქციურობა და არქიტექტურული ესთეტიკა ერთმანეთთან იკვეთება ტრადიციული ავტოსერვისი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად იქცევა. სწორედ ამ შემოქმედებითმა მიდგომამ მოუტანა საერთაშორისო აღიარება Staged Mechanics-ს. ქართულმა პროექტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის, Frame Awards-ის, ყურადღება მიიპყრო და საპატიო აღნიშვნა დაიმსახურა. თეონა კოხოძისა და დიზაინ სტუდიო Material Editors-ის ერთობლივ ნამუშევარს საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც წამყვანი არქიტექტორებითა და დიზაინერებით არის დაკომპლექტებული, მაღალი ქულა მიანიჭა.
ფოტო: თეგეტა
Staged Mechanics თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე თეგეტა მოტორსის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში განთავსებული 255 კვ.მ ფართობის ტრანსფორმაციის პროექტია. საუბარია საბურავების უბანზე, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ადგილი აღარ არის, ის კონცეპტუალური სივრცეა.
ფოტო: თეგეტა
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: “FRAME Awards-ზე მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და გლობალური ბრენდების გვერდით თეგეტას პროექტის ხილვა ადასტურებს, რომ საერთაშორისო დონის აღიარება ყოველთვის მაღალ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. კრეატიული კონცეფცია, მკაფიო შემოქმედებითი მიმართულებაა და მისი თანმიმდევრული განვითარება საბოლოო შედეგზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟიურიმ დაინახა ის ბალანსი, რომლის მიღწევასაც თავიდანვე ვცდილობდით: პრაქტიკული სამუშაო პროცესისა და საცალო პრეზენტაციის გაერთიანება, მოქნილი და გამძლე მოდულური სისტემების შექმნა და, იმავდროულად, სივრცისთვის ემოციური ხასიათის მინიჭება. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ძალიან ზუსტად აღწერა და თქვა, რომ დისციპლინირებულ ყვითელ ხაზებსა და თავისუფალი ფორმის LED განათებას შორის სივრცე საკუთარ ხმას პოულობს: მექანიკური სიმკაცრე, რომელიც ღიმილს გგვრის (Mechanical rigor that knows how to smile)“.
ფოტო: თეგეტა
პროექტის იდეა მარტივი კითხვიდან გაჩნდა: რატომ უნდა იყოს ავტოსერვისი მხოლოდ ფუნქციური სივრცე? საავტომობილო სფეროსთვის დამახასიათებელი ტექნიკური სიზუსტის პარალელურად, ავტორებმა თანაბარი ყურადღება დიზაინსა და მომხმარებლის ემოციურ გამოცდილებას დაუთმეს. მთავარი გამოწვევა ესთეტიკისა და პრაქტიკულობის გაერთიანება იყო. შოურუმის იერის სივრცე და ყოველდღიური ოპერაციები შეუფერხებლად. შედეგად, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა ინტერიერის მთავარ ვიზუალურ ენად იქცა. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა.
ფოტო: თეგეტა
ანა გრიგოლია, Material Editors-ის თანადამფუძნებელი: “პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ ინდუსტრიული გარემო კი არ დაგვემალა, არამედ დიზაინის მთავარ ელემენტად გვექცია. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მასალები და დეტალები, რომლებიც ავტოინდუსტრიის ყოველდღიური ვიზუალური ენიდან მოდის. მეტალის კონსტრუქციები, პერფორირებული ბადეები, ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები, კარაბინები, ღია საინჟინრო კომუნიკაციები და ინდუსტრიული განათება. სივრცისთვის დავაპროექტეთ მერჩენდაიზისა და ავტოინდუსტრიის პროდუქციის საგამოფენო სისტემა, სადაც თითოეული ნივთი ექსპოზიციის ნაწილად იქცა. ასევე შევქმენით ინდივიდუალური ელემენტები, როგორებიცაა საბურავების საგამოფენო სტენდი, ინდუსტრიულ მილებზე აგებული სალარო და მოძრავი LED სტრიქონი, რომელიც სივრცეს დინამიკას სძენს და ვიზუალურ იდენტობას აძლიერებს. არსებული მრგვალი ვიტრაჟები კი უსასრულო სარკის ინსტალაციად გადავაქციეთ, რაც სივრცეს დამატებით სიღრმესა და კონცეპტუალურ ხასიათს აძლევს“.
ფოტო: თეგეტა
საავტომობილო მომსახურების ზონა ვიზუალურად მუზეუმის ან გალერეის შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტურ და ინდუსტრიულ ინტერიერში მეტალისა და მინის ფაქტურები ნეიტრალურ და თბილ განათებასთან არის შერწყმული. სერვისის მოლოდინის დროს მომხმარებელს საშუალება აქვს, დაათვალიეროს სხვადასხვა ბრენდის საავტომობილო პროდუქტი, აქსესუარები და თეგეტას ექსკლუზიური მერჩები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცეფციისთვის ქართველი არტისტების ჩართულობით შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
ცხადია, სრულად შენარჩუნებულია სივრცის პირველადი ფუნქცია. საბურავების უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი, რაც ტექნიკურ სიზუსტესა და მაღალი სტანდარტის სერვისს უზრუნველყოფს.
ფოტო: თეგეტა
ამასთანავე, აქ ორგანულად გააერთიანებსულია პროექტი, Podcast by Tegeta, სადაც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე საუბრობენ. წამოწყება შინაარსობრივად ერგება კრეატიული შოურუმის იდეას და მთავარი კონცეფციის გაგრძელებაა.
Staged Mechanics-ის მაგალითი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფუნქციური, ყოველდღიური სივრცეების ხელახალი გააზრებითა და გაბედული არქიტექტურული ხედვით შთამბეჭდავი გარემოს შექმნა შესაძლებელია. ეს მიდგომა ტრადიციული ავტოსერვისის ფორმატს მთლიანად ცვლის, მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები