განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
დღეს ახალგაზრდებისთვის განათლება მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას აღარ ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც სწავლობენ, ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობენ, განსხვავებული კულტურები, შეხედულებები და გამოცდილებები, რომლებიც მათ სამყაროს ახლებურად დანახვაში ეხმარება.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება გაერთიანებული მსოფლიო სკოლების — UWC-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანია, განათლება ადამიანების, ერებისა და კულტურების გაერთიანების ძალად იქცეს და მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის შექმნას შეუწყოს ხელი. ამ მიზნის მიღწევაში კი ორგანიზაციის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, UWC პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და მათ მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 18 სკოლაში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
უშუალოდ UWC-ის პროგრამის, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ვასილი ბარდადიმოვი, დოქტორი — UWC-ის ეროვნული კომიტეტის საქველმოქმედო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გვესაუბრება.
რა არის ორგანიზაციის მთავარი მისია?
UWC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 18 სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს — იაპონიიდან კანადამდე და ნორვეგიიდან სამხრეთ აფრიკამდე. თუმცა, UWC მხოლოდ საერთაშორისო სკოლების ქსელი არ არის. ეს არის გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობა, ის მიზნად ისახავს, განათლება აქციოს ძალად, რომელიც ერთმანეთთან დააახლოებს სხვადასხვა ერსა და კულტურას და ამ გზით ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას.
რა შესაძლებლობას ქმნის პროგრამა ქართველი ახალგაზრდებისთვის?
UWC-ში სწავლა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა. სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, ქართველ მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ მსოფლიოს 17 ქვეყნის 18 სკოლაში და ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ მრავალფეროვან, საერთაშორისო გარემოში.
UWC-ის სკოლები და კოლეჯები ფუნქციონირებს კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. კონკრეტული სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ქართველ აპლიკანტებს ყოველწლიურად სთავაზობს ადგილებს, შესაძლოა შეიცვალოს და დამოკიდებულია ხელმისაწვდომ შეთავაზებებზე, შერჩევის შედეგებსა და თავად მოსწავლის პრეფერენციებზე.
ამასთან, UWC-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება სკოლის დამთავრებით არ სრულდება. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა, ისარგებლონ არსებული პარტნიორობებით და გახდნენ 91 000-ზე მეტი კურსდამთავრებულისგან შემდგარი გლობალური ქსელის ნაწილი.
რას გვეტყვით საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს პარტნიორობის შესახებ? რა მნიშვნელობისაა ეს თანამშრომლობა?
ვფიქრობ, ნამდვილი თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პარტნიორებს ერთნაირი მიზნები აქვთ. საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვა ქართველი ახალგაზრდების მომავლის შესახებ.
საქართველოს ბანკის მისიაა, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და შეიტანოს წვლილი უკეთესი საქართველოს შექმნაში. ჩვენც ვიზიარებთ ამ იდეას, სწორედ ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქართველი სტუდენტების სტიპენდიით მხარდაჭერა.
საქართველოს ბანკმა უკვე ორ ნიჭიერ ქართველ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, UWC-ის პროგრამის ფარგლებში, ესწავლათ მათ საოცნებო სასწავლებელში და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ პარტნიორობას აქვს პოტენციალი, შექმნას ახალი შესაძლებლობები საქართველოს მომავალი ლიდერებისთვის.
ვინ შეიძლება გახდეს UWC-ის მონაწილე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში სწავლა და მზად არიან, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო საზოგადოებაში.
აპლიკანტი უნდა იყოს 16 ან 17 წლის, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მცხოვრები და სწავლობდეს ადგილობრივ სკოლაში. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლია ქართული დიასპორების ახალგაზრდებს და საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ასაკობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
როგორია შერჩევის პროცესი?
UWC Georgia-ს შერჩევის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს:
- პირველი ეტაპი არის რეგისტრაცია — აპლიკაციის შევსების პროცესი და ლოგიკის ონლაინ ტესტი.
- მეორე ეტაპი ვიდეოინტერვიუა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატი ორ დამოუკიდებელ შემფასებელს ესაუბრება.
- მესამე, ფინალური ეტაპი კი შერჩევის დღეა, რომლის დროსაც კანდიდატები მონაწილეობენ ჯგუფურ აქტივობებში, უტარდებათ ინდივიდუალური ინტერვიუები და ფსიქოლოგიურ შეფასებას.
UWC-ის შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ ახალგაზრდის ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და თვითშეფასების უნარებს, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობასა და UWC-ის ღირებულებებისადმი ერთგულებას.
შერჩევის პროცესში არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული სწორი პასუხები. კომიტეტი ცდილობს, უკეთ გაიცნოს თითოეული კანდიდატი — მათი ინტერესები, ღირებულებები, გამოცდილება და ხედვა. ამიტომ აპლიკანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა სწორედ ავთენტურობაა: იყონ ვინც არიან და აჩვენონ, ვინ არიან სინამდვილეში.
პირველი ნაბიჯი შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს...
უცხოეთში სწავლაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, თუმცა პირველ ნაბიჯს ხშირად გაურკვევლობა და მოლოდინი ართულებს. UWC-ის პროგრამა კი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას ქმნის.
მაშინაც კი, თუ აპლიკანტი საბოლოოდ ვერ მოხვდება პროგრამაში, შერჩევის პროცესი თავისთავად შეიძლება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდეს — ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, საკუთარი თავის უკეთ გაცნობისა და მომავალში სხვა მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
თუ გსურთ საერთაშორისო გარემოში სწავლა და ახალი კულტურების გაცნობა, 30 სექტემბრამდე შეავსეთ განაცხადი ვებგვერდზე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში კი: georgia@uwcnc.org
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები