პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
კრემლისტური პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც საქართველოში "რუსოფობიაზე" საუბარს მიეძღვნა.
ფიფიამ მოიწონა კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ და მაგალითად მოიყვანა თავისი პარტიის 2 წლის წინანდელი ინიციატივა ტრაქტატის თავიდან დადების თაობაზე.
"მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიულ როლზე.
მიხარია, რომ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ რეალობას აცნობიერებს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ხმამაღლა ვსაუბრობდით.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, თელავში, მეფე ერეკლე მეორის ძეგლთან, ჩვენმა პარტიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი". მაშინ ჩვენი საზოგადოების ლიბერალურმა ნაწილმა ეს განცხადება ზედაპირულად და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო, რამაც მათი მხრიდან ჩვეული, ვიწრო პოლიტიკური კრიტიკა გამოიწვია.
თუმცა, რეალურად ეს იყო პირობითი დასახელება. მე მხედველობაში მქონდა და დღესაც ვგულისხმობ სრულიად ახალ, ყოვლისმომცველ და რაც მთავარია — თანასწორუფლებიან ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის რეალური გარანტიებისთვის,” — წერს ფიფია.
ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სააგენტო TASS-თან ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ "მოხარულია, რადგან დღეს ეს სიმართლე სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება აშკარა".
აღნიშნულ ბრიფინგზე ფიფია ღიად ითხოვს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას, რადგან მისი განმარტებით, ღმერთმა "ამხელა მართლმადიდებელი რუსეთი" იმიტომ შექმნა, რომ მასთან გავერთიანდეთ.
ფიფიას აზრით, "ათწლეულების განმავლობაში უამრავი თანხა დაიხარჯა" რუსეთ-საქართველოს შორის უთანხმოების ჩამოსაყალიბებლად.
"ჩვენ გვჭირდება ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი. გვჭირდება გეორგიევსკის ტრაქტატი II. სინამდვილეში ეს პირობითი სახელწოდებაა, შეგვიძლია ნებისმიერი რამ დავარქვათ. მთავარია ერთმანეთისკენ ვიმოძრაოთ და ჩვენი ქვეყნები გავაერთიანოთ. იმიტომ, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება მთლიანად რეგიონში, ჩვენ ისევე, როგორც იმ წლებში, გვჭირდება ერთად ყოფნა.
სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. მე ღმერთის მწამს და მჯერა, რომ ამხელა მართლმადიდებელი რუსეთი ღმერთმა იმიტომ არ შექმნა, რომ ჩვენ შორის უთანხმოება იყოს. არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ ჩვენ შორის უთანხმოება იყოს. ამაში ათწლეულობით უამრავი თანხა დაიხარჯა და აი, ეს არის იმის რეზულტატი, რაც ახლა გვაქვს.
და ის, რომ ახლა ამ ვითარებასთან გამკლავება გვიწევს და ღმერთის წყალობით წარმატებით გამოგვდის, იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდებით," — ამბობს ფიფია ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე, რომელიც "რუსოფობიაზე" საუბარს მიეძღვნა, გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.
კობახიძის შეფასებით, გეორგიევსკის ტრაქტატით "ქვეყანა რეალურად გადარჩა". მისი აზრით, ერეკლე II-ს ყველანაირი რისკი წინასწარ ჰქონდა დანახული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები