პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმის სახით მსჯავრდებული და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მიქაუტაძემ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ კონკრეტულ ორ შემთხვევაზე გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი სწორედ მისი მეშვეობით აიღო. მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი ლილუაშვილთან და მისგან დავალებაც მიიღო, რომ მეწარმისგან თანხა მოეთხოვა.
"დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე — რომეო მიქაუტაძე. ეს გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი.
მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრალად არის შერაცხული. პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ წამოეღო... მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან," — განაცხადა პროკურორმა.
საქმის პროკურორმა განმარტა, რომ მიქაუტაძის აღნიშნული ჩვენება ემთხვევა მოწმის სახით დაკითხული სხვა ბიზნესმენის ჩვენებას, რომლის თქმითაც მას მიქაუტაძემ თანხა "სახელმწიფო ინტერესის" ფარგლებში გამოართვა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განმარტებით, მიქაუტაძემ აღნიშნული ჩვენება "საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცა". ადვოკატის შეფასებით, საქმეში არ არსებობს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც რომეო მიქაუტაძის მონათხრობს დაადასტურებს.
"აღნიშნულ საქმეში, საბედნიეროდ, არსებობს იმგვარი სახის მტკიცებულებები, რომლებიც დღევანდელი მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ოპონირებას ახდენენ. საუბარია ობიექტურ, ნეიტრალურ მტკიცებულებებზე.
კატეგორიულად გეუბნებით და გიდასტურებთ იმას, რომ არანაირი სახის ქრთამის მიღების ფაქტს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი არ ადასტურებს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამგვარი ხასიათის დანაშაულზე, უნდა არსებობდეს სხვა ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება — იქნება ეს ვიდეომასალა, სატელეფონო კომუნიკაცია თუ სხვა დანარჩენი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ინფორმაციას.
მსგავსი ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება, რომლის გადამოწმების შედეგადაც დადასტურდებოდა მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს," — განაცხადა ადვოკატმა.
ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებები
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 6 წელი — 2019 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მისი სუს-ის უფროსობის პერიოდში, 2021 წელს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, რომლის დაკავებაც მოგვიანებით მოხდა.
მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, სუს-ის ყოფილი უფროსი 2025 წლის 23 დეკემბერს სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს და იმავე დღეს დააკავეს. ლილუაშვილს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების 4 ეპიზოდზე ედება ბრალი. ორ მათგანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს.
2017 წლიდან რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2018 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს კურირებდა. 2021–2022 წლებში მიქაუტაძე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე — ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
2025 წლის 21 ივნისს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ რომეო მიქაუტაძე დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 2.5 მლნ ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია ედება ბრალი.
16 მარტს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიუსაჯა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები