ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მცველმა სახელმწიფო ტყით სარგებლობის სანაცვლოდ 1 000 დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარმა დაურეგისტრირებელი საქონლის რეგისტრაციაში 650 ლარი გამოართვა მოქალაქეს, ხოლო მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოპერატორმა ქვემო ქართლის ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსებისთვის 500 ლარი მოსთხოვა მოქალაქეს.
უწყების განცხადებით, გამოძიება ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის მუხლებით მიმდინარეობს.
პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა ხულოში, სახელმწიფო ტყის ნაკვეთით სარგებლობის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. სამართალდამცავებმა ის უშუალოდ თანხის გადაცემის დროს აიყვანეს.
"ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მეორე ეპიზოდი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ვეტერინარს უკავშირდება, რომელმაც დაურეგისტრირებელი პირუტყვის უკანონო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაში ქრთამის სახით 650 ლარი აიღო. აღნიშნულ ორ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
მესამე შემთხვევაში, შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ოპერატორმა ქვემო ქართლის ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვოდ დაყრის სანაცვლოდ მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა. იგი საგამოძიებო სამსახურმა ადგილზე დააკავა. საქმეზე გამოძიება კომერციული მოსყიდვის (სსკ-ის 221-ე მუხლი) მუხლით მიმდინარეობს.
"მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს", — წერს უწყება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები