საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული სამი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ივლისში მიღებული სანქციები გაიზიარეს.
"საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა.
ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას", — აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიუსელის მიერ ივლისის ბოლოს მიღებული შეზღუდვები სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვისთვის ირანის მიერ გაწეულ სამხედრო დახმარებასა და ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის საფრთხის შექმნას, თეირანის ბირთვულ პროგრამას და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს.
ევროკავშირის მიერ ირანის სანქცირებაზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სამივე გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ისევე როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრები — ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. საქართველო, ისევე როგორც სერბეთი და თურქეთი, სიებში არ ფიგურირებს. ევროკავშირმა მიესალმა პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას საერთო სანქციურ პოლიტიკასთან შეერთების შესახებ.
რას ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ მიღებული 3 გადაწყვეტილება?
24 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ 2027 წლის 27 ივლისამდე გაახანგრძლივა სანქციები, რომლებიც ეხება თეირანის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებას, ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის აუზში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასა და ნაოსნობისთვის საფრთხის შექმნას. ამავე გადაწყვეტილებით, შავი სიიდან ოთხი პირი ამოიღეს.
ევროკავშირმა სანქცირებულთა სიას დაამატა ექვსი პირი: ხუთი ირანელი მოსამართლე ( და ჰაკერი ნიმა სალეჰი. ევროკავშირის განმარტებით, მოსამართლეები პოლიტიკური დისიდენტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიულ სასჯელებს (სიკვდილით დასჯა, პატიმრობა, გაროზგვა) იყენებდნენ, ხოლო სალეჰი ხელისუფლებასთან დაახლოებული კიბერდაჯგუფება Ashiyane-ის დამფუძნებელია. სანქციები მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას, გადაადგილების აკრძალვასა და ფინანსურ შეზღუდვებს.
მესამე გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. ევროკავშირის საბჭომ სიიდან სამი პირი ამოიღო, ერთი ორგანიზაციის მონაცემები განაახლა, ხოლო დანარჩენი პირებისა და სუბიექტების მიმართ მოქმედი შეზღუდვები ძალაში დატოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები