"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
ბენზინგასამართი სადგურების ქსელი CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შპს "სოლიდუსისთვის" ნავთობპროდუქტების დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავს. ამასთან, კომპანია ადასტურებს, რომ "სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მათგან შეიძინა. მათივე თქმით, "სად განახორციელებს შპს "სოლიდუსი" ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთან არ თანხმდება".
საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კომპანიისგან შეძენილი საწვავის რეალიზაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდა. შპს "რეპსოლის" განცხადებაშუ აღნიშნულია, რომ კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვავრცელებთ შპს "რეპსოლის" ოფიციალურ განცხადებას:
შპს "რეპსოლი" 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, CONNECT-ის მეშვეობით.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.
მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს "სოლიდუსმა", რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს "სოლიდუსი" ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს "სოლიდუსს" მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.
გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, პროდუქციის მიწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. ფაქტი პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა და განმარტა, რომ პროცესში კერძო ბიზნესი მონაწილეობდა და არა სახელმწიფო.
13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის პორტალზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელების ნებართვა (სპეციალური საწარმოს სტატუსი) 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ შპს "სოლიდუსს". კანონმდებლობით, ოკუპირებულ ზონაში საქონლის გატანის უფლება სწორედ ასეთი სტატუსის მქონე სუბიექტებს აქვთ.
კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, პროდუქცია კონკრეტულად გალის რაიონისთვის იყო განკუთვნილი, საწყისი მოცულობა კი 300 ტონას შეადგენდა და არა 3 000 ტონას, როგორც ეს ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები