ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ივლისში მიღებული სანქციების არ გაზიარებას ბრიფინგზე გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ EU-ს ახალ სანქციებს 9 ქვეყანა შეუერთდა. ესენია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა.
ფავლენიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არაერთი ისეთი საერთაშორისო გადაწყვეტილება იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის ოცნება."
"აქ უკვე ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეჟიმზე, რომელიც ცალსახად დგას ბოროტების ღერძის ქვეყნების მხარეს. არაერთი ისეთი საერთაშორისო გადაწყვეტილება იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის ოცნება. საუბარია, რა თქმა უნდა, იმ რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი, რომელიც არის, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი, თავდაცვის სფეროს ლიდერის მთავარი მტერი რეგიონში. გამომდინარე აქედან გასაგებია, თუ რას ნიშნავს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, სანქციების კუთხით, არ ფიგურირებს ხოლმე საქართველო და ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ გასაკვირი არავისთვის, რომ საქართველო არ უერთდება ევროპული სანქციების პოლიტიკას და უჭირავს ის პოზიცია, რომელიც უჭირავს უკვე ბოლო წლების განმავლობაში", — განაცხადა მან (მის სიტყვას "ტვ პირველი" აქვეყნებს).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის რეზოლუციის მხარდაჭერა, ტესტს გაივლის ეს მათ "ინტერესებში შედის თუ არა".
"საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება ან არ შეუერთდება... ეს რეზოლუცია იქნება თუ სხვა ნაბიჯი, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საერთაშორისო [საკითხებზე] გადადგამს თუ არ გადადგამს, ჩვენი ტესტი ასეთია: რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, პირველ რიგში გაივლის ტესტს — ეს ჩვენს ინტერესებში შედის თუ არა. თუ ჩავთვლით, რომ არ შედის, არ გადავდგამთ", — თქვა მან ("ტვ პირველი").
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული სამი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ივლისში მიღებული სანქციები გაიზიარეს.
"საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას", — აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები