გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
შპს "სოლიდუსის" მფლობელი გიორგი არველაძე BPN-თან საუბრისას აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული ბენზინი გალის იქით არ გასულა და "თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შეიტანენ". მისივე თქმით, "ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა და საწვავი რომ არ შეგვეტანა, 40 000 ქართველი ზუგდიდში გადმოსვლას 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა.
"დიდი ხანია აფხაზებთან ერთად ვსაქმიანობ, მყავს აფხაზი პარტნიორები. ყოველთვის ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჰოდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ საწვავი აღარ არის ბაზარზე, მარაგებს ვერ ანაწილებენ. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდიდით ბენზინს. 300 ტონა შევიტანეთ, 10 მანქანა, სულ სამი დღის განმავლობაში. ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად — ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში. ყველაფერი კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა.
...ეს იყო ბენზინი და არა დიზელი, 300 ტონა ბენზინი, და გალის იქით არ გასულა. თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ. სურვილი სულ არის, რომ რაღაცები გაკეთდეს, მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი", — ამბობს BPN-თან შპს "სოლიდუსის" მფლობელი გიორგი არველაძე.
ფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განმარტებით, რუსეთიდან საწვავის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებით კვლავ გრძელდება, თუმცა ეს არასაკმარისია და "არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანას ხელი არ შეშლოდა".
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა CONNECT "რეპსოლის" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შპს "სოლიდუსისთვის" ნავთობპროდუქტების დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავს. ამასთან, კომპანია ადასტურებს, რომ "სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მათგან შეიძინა. მათივე თქმით, "სად განახორციელებს შპს "სოლიდუსი" ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთან არ თანხმდება".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები