თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი
ქართველმა სამართალდამცველებმა, ამერიკელ კოლეგებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო თანამშრომლობით, თბილისის აეროპორტში აშშ-ისა და უზბეკეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მამაკაცი აიყვანეს.
დაკავებულს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის (მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს") დახმარება ედება. ამერიკული მხარის ცნობით, მან შტატებში დაჯგუფება და ფინანსური ქსელი ჩამოაყალიბა, რომლითაც სირიაში მებრძოლ ტერორისტებს მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა. გარდა ამისა, იგი სხვა პირებს სირიაში საბრძოლველად წასვლისკენ მოუწოდებდა და ამ პროცესში ეხმარებოდა.
ამჟამად დაკავებული პირის აშშ-ში ექსტრადიციის პროცედურები მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს".
ამასთან, დაკავებული, სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები