რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
ფოტო: ABC News
სერიალში Heroes ჰეიდენ პანეტიერის პერსონაჟს, კლერ ბენეტს, სწრაფი რეგენერაციისა და განკურნების უნარი ჰქონდა. თუმცა მსახიობმა იცოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს გზა ასეთი მარტივი არ იყო.
"მინდა, არასდროს შევწყვიტო განვითარება და უკეთესობისკენ ცვლილება; მე ყოველთვის საკუთარ თავზე მომუშავე ადამიანი ვიქნები," — წერდა ის თავის მემუარებში ეს მე ვარ: აღსარება (This Is Me: A Reckoning), რომელიც გასულ მაისში გამოვიდა, — "თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში გატარებულმა 36-მა წელმა ერთი რამ მასწავლა: ცხოვრება არის პროცესი, რომელიც ვითარდება დღითიდღე, წლიდან წლამდე და, გინდა თუ არა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ზრდის ამ ციკლში ხარ ჩაბმული".
ფოტო: Roy Rochlin/FilmMagic
პანეტიერი სამხრეთ კაროლინაში, გრინვილში, 16 აგვისტოს — 37-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. 911-ში დაფიქსირებული ზარის შემდეგ, დაახლოებით 13:51 საათზე, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა ქალის გული უკვე გაჩერებული დახვდათ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამედიცინო პერსონალმა ყველა ზომას მიმართა, რაც მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა და ქალის სიკვდილი 14:32 საათზე დაფიქსირდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პანეტიერი იყო.
გვამის გაკვეთისას არ გამოვლენილა რაიმე სახის ტრავმის ნიშნები. სიკვდილის ზუსტი მიზეზი და გარემოებები დამატებითი კვლევების დასრულებამდე ვერ დადგინდება.
ჩვილობიდანვე სამოდელო და სამსახიობო სფეროში ჩართული პანეტიერი კამერების წინ გაიზარდა — ბავშვობაში მონაწილეობდა პროექტებში One Life to Live, Guiding Light, A Bug’s Life და Remember the Titans, ხოლო მოგვიანებით ითამაშა ფილმებსა და სერიალებში: Bring It On: All or Nothing, Heroes, I Love You, Beth Cooper და Nashville. თუმცა, სირთულეებზე, რომლებსაც ჰეიდენი კულისებს მიღმა აწყდებოდა, ბევრმა ადამიანმა არ იცოდა.
ფოტო: Evan Agostini/Getty Images
პანეტიერი მემუარებში იხსენებდა, როგორ მისცა მოზარდობისას ყოფილმა წარმომადგენელმა "ბედნიერების აბი" (რომელიც, როგორც მოგვიანებით ივარაუდა, ამფეტამინის ერთ-ერთი სახეობა იყო), სანამ წითელ ხალიჩაზე გავიდოდა.
"16 წლის ასაკში ამან ფარმაცევტული პრეპარატებით მოგვრილი შვებიდან მძიმე დამოკიდებულებამდე მიმიყვანა," — წერდა მსახიობი — "ამ აბებმა დამანახა, როგორ შეუძლია მედიკამენტს ტვინის შეცვლა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. თითქოს თვალწინ სამყარო გადამეშალა, თუმცა წლების შემდეგ ეს სამყარო სამუდამოდ შეიცვალა".
2013 წელს პანეტიერი უკრაინელ მოკრივე ვლადიმირ კლიჩკოზე დაინიშნა, მომდევნო წელს კი წყვილს გოგო, კაია შეეძინა. მშობიარობისას მსახიობს სერიოზული გართულებები ჰქონდა.
"საკეისრო კვეთისას ვგრძნობდი, რომ სიკვდილის კარზე ვაკაკუნებდი," — აღნიშნა ჰეიდენმა — "თუმცა სწორედ მაშინ განვიცადე ყველაზე ძლიერი დედობრივი მომენტი — ვამბობდი: 'ღმერთო, გთხოვ, გამაგონე ჩემი შვილის ტირილი. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რომ ის კარგადაა და თუ ჩემი წასვლის დროა, თანახმა ვარ'".
ფოტო: People
კაიას დაბადების შემდეგ პანეტიერს მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყო. როგორც თავად ამბობდა, იმ დროს არ გააჩნდა საკმარისი ცოდნა და რესურსი ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად, რის გამოც თვითმკურნალობას მიჰყო ხელი.
მომდევნო წლებში პანეტიერი ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და დეპრესიასთან ბრძოლას განაგრძობდა, პარალელურად კი უწევდა გამკლავებოდა დედობას, კლიჩკოსთან ურთიერთობის დანგრევასა და სერიალ Nashville-ში მთავარი როლის თამაშს (სადაც მისი პერსონაჟი, ჯულიეტი, თითქმის იმავე პრობლემებს გადიოდა, რასაც მსახიობი რეალურ ცხოვრებაში).
2018 წელს სერიალი Nashville დასრულდა, პარალელურად კი შეწყდა ჰეიდენის ურთიერთობა კლიჩკოსთანაც, რომელმაც კაიაზე მეურვეობა მოიპოვა. იმავე წელს პანეტიერმა ურთიერთობა დაიწყო ბრაიან ჰიკერსონთან. ურთიერთობა არასტაბილური აღმოჩნდა — 2021 წელს ჰიკერსონს პანეტიერზე ფიზიკური ძალადობის გამო 45-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ფოტო: VF
დამოკიდებულებასთან ბრძოლის პარალელურად, 2020 წელს პანეტიერმა მკურნალობის კურსი გაიარა.
ექიმმა მითხრა, რომ თუ დალევას არ შევწყვეტდი, 5 წელიწადში მოვკვდებოდი, — წერდა ჰეიდენი
Nashville-ის ფინალიდან და სამსახიობო პაუზიდან 5 წლის შემდეგ, პანეტიერი ეკრანებს დაუბრუნდა და 2023 წლის ფილმში Scream VI კვლავ კირბის როლი შეასრულა. თუმცა, იმავე წელს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა — 28 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰეიდენის ძმა და ფილმ Tiger Cruise-ის თანავარსკვლავი, ჯანსენ პანეტიერი. ოჯახის განცხადებით, სიკვდილის მიზეზი კარდიომეგალია და აორტის სარქვლის გართულებები გახდა.
ფოტო: WKRN
მემუარებში პანეტიერმა აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე მისი უმცროსი ძმა ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებდა.
"როცა უფროსი და ხარ, დანაშაულის გრძნობა გჭამს, რომ შენი საქმე ვერ შეასრულე. მით უმეტეს, რომ ძმა იმ რაღაცამ წამართვა, რაც ყველაზე მეტად სწორედ მე მესმის", — განაცხადა ჰეიდენმა ინტერვიუში.
მიუხედავად ყველაფრისა, პანეტიერს იმედი ჰქონდა, რომ მისი სირთულეების შესახებ მოსმენა სხვებს მარტოობის გრძნობას შეუმსუბუქებდა.
"ჩემს ტრიუმფებსა და ტრაგედიებთან ერთად სიარული ვისწავლე, რადგან სწორედ მათ მაქციეს იმად, ვინც დღეს ვარ," — წერდა მსახიობი მემუარებში — "და დღეს ეს ადამიანი ძალიან მიყვარს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები