მერილ სტრიპი

1 Nov. 2017, 17:02

მანჰეტენზე, ჩემი სახლის ფანჯრებიდან კარგად ჩანს თავისუფლების ქანდაკება. მის შემყურეს, ყოველ ჯერზე მაგონდება ჩემი მასწავლებელი, მისტერ გროსმანი და ჩვენი პირველი ექსკურსია. ასევე, მაგონდება ჩემი დიდი ბებია და ბაბუა, ამერიკაში ახლადჩამოსულებმა, პირველად რომ ჩაუარეს ამ შესანიშნავ ქანდაკებას. ისინი ევროპაში რელიგიურ შეუწყნარებლობას გაექცნენ და ჩვენც, ამერიკელებს, გვაქვს უფლება არ მოვახვიოთ სხვებს თავს ჩვენი რელიგიური რწმენა. გვაქვს უფლება და არჩევანი ვიცხოვროთ ღმერთით, ან მის გარეშე. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, ვისთან ვიცხოვროთ, ვინ შევიყვაროთ და როგორ განვკარგოთ საკუთარი სხეული. ამერიკელებს - ქალებსა და კაცებს, გეებსა და ჰეტეროსექსუალებს, ყველა ჩვენგანს გვაქვს უფლებები სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე. და თუკი ფიქრობთ, რომ ხალხი მაშინ გაბრაზდა, როცა სახელმწიფომ მათთვის იარაღის ჩამორთმევა დააპირა, მოიცადეთ და ნახეთ, რა მოხდება მაშინ, როდესაც ვინმე მათთვის ბედნიერების წართმევას შეეცდება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…