რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
ფოტო: pravda.com.ua
უკრაინული მედია უკრაინის რადას დეპუტატის (ფრაქცია "ხალხის მსახური") ლიზა იასკოს ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.
2026 წლის დეკლარაციების მიხედვით, ლიზა იასკო უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის წევრია.
დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკოსი დედაქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ავტოსადგომის მფლობელი გახდა. იასკომ 1 მილიონ 25 ათასი გრივნა გადაიხადა 12,5 მ² ფართობის ავტოსადგომში. ეს უკვე მეორე ავტოსადგომია, რომელიც დეპუტატმა ბოლო წლებში შეიძინა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იასკოს ჰყავს Suzuki Vitara-ს კროსოვერი.
2024 წელს, ის კიევში 57.2 კვ.მ. ფართობის ბინის მფლობელი გახდა, რომლის ღირებულება 2 042 610 გრივნას შეადგენს (დაახლოებით 45 600$). გარდა ამისა, დეპუტატი ქალიშვილთან ერთად ფლობს დედაქალაქში კიდევ ერთი 97.2 კვ.მ. ფართობის ბინას, რომლის ღირებულება 5 613 000 გრივნაა (დაახლოებით 125 400$-მდე).
როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ბინა მისმა ქალიშვილმა, ჟასმინმა მამისგან, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან 2023 წელს საჩუქრად მიიღო. მჩუქებელი საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაა. (იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე სასჯელს იხდიდა და საპატიმროში იმყოფებდა). ამას გარდა, ბებიამ შვილიშვილს ასევე ნაღდი ფული — 1 მილიონი გრივნა (დაახლოებით 22 400$) გადასცა. ეს თანხა უძრავი ქონების ჩუქებისას წარმოშობილი გადასახადების გადახდისთვის იყო განკუთვნილი. უკრაინული მედიის ცნობით, ლიზა იასკომ შვილს თავისი გვარი მისცა.
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა საჯარო 2021 წლის ოქტომბერში გახდა. მაშინ სააკაშვილმა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში განაცხადა, რომ იასკოსთან ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ. მან ამ ურთიერთობას "დიდი სიყვარულის ისტორია" უწოდა. მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს, იასკომ საჯაროდ დაადასტურა მათი ურთიერთობა და შემდეგ პერიოდში ციხეში რამდენჯერმე შეხვდა სააკაშვილს და ხშირად საუბრობდა მის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე.
2023 წლის ივნისში იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. მან ბავშვის მამის ვინაობა პირდაპირ არ დაასახელა, თუმცა უკრაინული მედია, მათ შორის NV და Tabloid, წერდა, რომ ბავშვის მამა მიხეილ სააკაშვილია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები