"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ფარტენაძემ "აჭარა თაიმსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სასჯელის აღნიშნული ზომა მინიმალური იყო და მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტის განმარტებით, მისი გაღიზიანება წინა საქმეებზე არაადეკვატურად დასჯილმა ადამიანებმა გამოიწვიეს.
"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იმ მხრივ, რომ ვაცნობიერებ ჩემს გადაცდომას, ჩემს ღირსებას საზოგადოების წინაშე ეს ნამდვილად შეესაბამებოდა, იმიტომ რომ ხალხი სხვანაირად მიცნობს, მენდობა, მიყურებს, ელოდება... ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იყო სასჯელის სახით ყველაზე მინიმალური, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომელიც იყო მოსამართლის მიერ სამართლიანად მიღებული.
წინა საქმეებზე არაადეკვატურად დასჯილი ადამიანების გამო იყო ნაწილობრივ ჩემი გაღიზიანება, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ან უნდა გადაიხედოს მათი საქმეები, რადგან ძალიან დაბალია ჯარიმა, დაბალი დანაშაულის მიენიჭათ, და შესაბამისად ძალიან გამიხარდება, თუ ნებისმიერი საქმე, რომელიც დააზარალებს სხვა ადამიანს, ამ შემთხვევაში მე ვარ დაზარალებული ძალიან ბევრ საქმეზე, იქნება სამართლიანად გამოძიებული, ისევე როგორც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში დღეს მოხდა", — თქვა კობა ფარტენაძემ.
"აჭარა თაიმსს" ესაუბრა ფარტენაძის ადვოკატი თემურ ქავშბაიაც. მან აღნიშნა, რომ შსს ისედაც ამ ოდენობით ითხოვდა ფარტენაძის დაჯარიმებას. მისივე განმარტებით, სასამართლომ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო იმ ფონზე, როდესაც სიტყვიერი გაფრთხილებით ან შენიშვნით შეიძლებოდა შემოფარგლულიყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ისედაც ამ ოდენობით ითხოვდა ბატონი კობას დაჯარიმებას. მე ვფიქრობდი, რომ სასამართლო უფრო ლოიალური იქნებოდა და შემოიფარგლებოდა სიტყვიერი გაფრთხილებით, შენიშვნით, მათ შორის, რისი ლეგიტიმური უფლებაც გააჩნდა სასამართლოს.
მე ვფიქრობ, რომ კობას მიმართ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება იყო — დააჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ალტერნატიული შესაძლებლობები არსებობდა, თუმცა სასამართლომ არ გამოიყენა", — თქვა უფლებადამცველმა.
- აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
- რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
- ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
- მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
- კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
ცნობისთვის, 16 აგვისტოს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს. მანამდე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და მეტეოროლოგმა, კობა ფარტენაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ ემუქრება უცნობი კაცი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს 7 000-7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები