12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг
2014 წლის ლომისობას დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა: Арцыд растаг, რაც თარგმანში ნიშნავს "მოვიდა დრო". 12 წლის წინ გათიშული სოციალური ქსელის გააქტიურების შემდეგ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს საიდან მოხდა პოსტის დაწერა.
გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, ეს მისი სახით გავრცელებული პირველი შეტყობინება არ ყოფილა.
"ვიცი, რომ გურიკას საიტია და გურიკამ საიტი რომ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარ და ესა ვარ. გურიკა გელაშვილ კახას საიდან მისწერდა, რომ როცა დედა ჰყავს იმასა და მამა ჰყავს, მაშინ დედას მისწერდა, მამას მისწერდა, გელაშვილ კახას რაზე მისწერდა? ვიღაცა მაგარად თამაშობს და არ ვიცი, თუ ამ საქმესა სათამაშოდ გახდით და ესე ხალხის მასხარად აგდება გამოდის, იგივე. ახლა თქვენ რომ იყოთ ჩემ ადგილზე და ეგ მესიჯი წაიკითხოთ: "დე, ცოცხალი ვარ" და კახა გელაშვილთან არის მიწერილი... აი, რას იფიქრებთ?
მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ეგ არის სიცრუე, იმიტომ რომ გურიკას ქვეყანა ჰყავს ხალხი, ნათესავები, ბიძაშვილები, მამა და ჰყავს, მამა ჰყავს, დედა ჰყავს, ბიძები ჰყავს... ბიძაშვილებს ხომ მისწერდა, ათას [ვინმეს] მისწერდა, რაღა კახა გელაშვილს მისწერა? მე ეჭვი არა მაქვს, აი, 3-4 დაიწერა გურიკას მხრიდან: „დე, ცოცხალი ვარ“, მერე დაიწერა რუსულად რაღაცა "მალე მოვალო" თუ რაღაცა და ახლა დაიწერა „დადგა დროო“. ჩემმა შვილმა ჩემი ფეისბუქი იცის, თუ დაწერა ნდომებოდა, მომწერდა მე. არაფერი არ ვიცი, მართლა არაფერი არ ვიცი. ეს თუ პოლიციამ არ დაადგინა, საიდან მოდის ეს მესიჯები, პროკურატურაშია გადაცემული [საქმე] და გამოჩნდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ დავადგენ ყველაფერსო და დანარჩენი არაფერი არ ვიცი არც მე", — ამბობს გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი "ტვ პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში.
12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მლეთაში ლომისის სალოცავის მიმდებარედ ტერიტორიაზე 11 აგვისტოს ხელახლა ჩატარდა, რომლის დროსაც გამოირიცხა ვერსია, რომ ის მეწყერმა მოიყოლა.
- "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
- შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
- ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყება უარყოფს დადიანიძის დედის ბრალდებას, თითქოს საქმე ჯეროვნად არ გამოუძიებიათ. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა და ვერანაირი საეჭვო გარემოება ვერ აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღესაა გადაღებული, შუადღის საათებს ასახავს, გამოკითხვის თანახმად კი არასრულწლოვანი ღამის საათებში გაუჩინარდა.
აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის სიტყვები: "არ მიმატოვო, გეხვეწები". დაკარგული ბიჭის დედის მტკიცებით, ეს მისი შვილის ხმაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები