აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და უფროსი პროკურორის/იურისტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათი ცნობით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ესკალაციაა კამპანიაში, რომელიც მიზნად იმ სასამართლოს "დაშლას" ისახავს, რომელსაც 120-ზე მეტი წევრი ქვეყნისგან აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, გამოიძიოს ომის დანაშაულები.
რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ სანქციებს უწესებს ICC-ის პრეზიდენტს, ტომოკო აკანეს (იაპონია) და უფროს იურისტს, აბდულაი სეის (სენეგალი), იმ მცდელობებში მონაწილეობისთვის, რომლებიც "ისეთი ოფიციალური პირების დევნას ისახავს მიზნად, რომელთა მთავრობასაც ICC-ის იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებია".
ICC-ში განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ თავიანთ თანამშრომლებს და მიაჩნიათ, რომ რუბიოს მიერ გამოცხადებული მსგავსი ზომები "სამართლის უზენაესობას უთხრის ძირს".
რუბიომ სასამართლო დაადანაშაულა იმაში, რომ ის „კორუმპირებული და უკიდურესად პოლიტიზებული სუპრანაციონალური სასამართლოა, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და გადააჭარბა მანდატს".
არც პრეზიდენტ ტრამპს და არც თეთრ სახლს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტრამპის ადმინისტრაციას უკვე გამოცხადებული აქვს სანქციები ICC-ის სულ მცირე 11 ოფიციალური პირის, მათ შორის ცხრა მოსამართლისა და მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სანქციები აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვასა და ამერიკული კომპანიებისგან მომსახურების მიღების შეზღუდვას მოიცავს.
BBC წერს, რომ ეს სანქციები იმ გამოძიებების გამო დაწესდა, რომლებსაც ICC ავღანეთში აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ ატარებდა, ასევე იმ ორდერების გამო, რომლებიც სასამართლომ ისრაელის მაღალჩინოსნების, მათ შორის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გააცა ღაზაში სავარაუდო ომის დანაშაულების გამო.
ნეთანიაჰუმ უარყო ომის დანაშაულებების ბრალდებები და სასამართლო ანტისემიტიზმით მოტივირებაში დაადანაშაულა. არც აშშ და არც ისრაელი არ არიან ICC-ის წევრები. თუმცა, პალესტინის სახელმწიფო ICC-ის წევრი 2015 წელს გახდა, რამაც გზა გაუხსნა სასამართლოს მიერ პალესტინის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების შესწავლას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები