დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის.
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" მიმართავს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დედაქალაქის მერიას. დაიწყონ კონსულტაციები, კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის", — წერია განცხადებაში.
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ასევე წერს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაკვეთში აგურის წყობები (სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი "გარეთუბნის" კოლექტორების სისტემა) და სავარაუდოდ X-XI საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაო პროცესს. როგორც უკვე ცნობილია 23 ივლისს დედაქალაქის მთავარი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო (სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "სმარტ სოლუშენსი”).
სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა აგურის წყობები, სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი "გარეთუბნის" კოლექტორების სისტემა, ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ X-XI საუკუნეების უამრავი კერამიკული ჭურჭელი. აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა აქამდე უცნობია იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ელით სამომავლოდ.
ასევე დღემდე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელიც კანონის შესაბამისად არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" მიესალმება ყველა იმ პროექტს რომელიც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში დაცული იყოს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"(თავი III, მუხლი 10)", — წერია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა "ტვ პირველთან" საუბარში აღნიშნა, რომ უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა, ვინც არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა უწევდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მისივე განმარტებით, მიმართავენ კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიას, რათა დაიწყონ კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად.
"თავისუფლები მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილია აგურის წყობა, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ძველი გარეთუბნის კოლექტორთა სისტემა, ასევე აღმოჩენილია უამრავი კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება. მართალია, სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა დღემდე უცნობია, როდის დაიწყება გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესწავლა და საერთოდ, რა ბედი ელის მათ. ასევე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა, თუ ასეთი არსებობს, ვინც არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა უწევდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ჩვენ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიას, დაიწყონ კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და აგრეთვე, პროექტის მიმდინარეობისას ეფექტური არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის კოორდინაციისთვის," — აღნიშნა მან.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები