როგორ იქცა იავნანა ქართული ენის პირველ გაკვეთილად — საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტის შექმნის ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე გაიცნოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი არ იყოს? სწორედ ამ კითხვიდან დაიწყო საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტის — იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილის შექმნის ისტორია.
პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურობაში ბუნებრივად შემოტანასა და საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.
“საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერაზე ზრუნავს და მათთვის საქართველოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებას არაერთი გზით უწყობს ხელს. იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ბავშვისთვის ქართული ენის სწავლას ბუნებრივ გამოცდილებად აქცევდა და მშობლებს ამ კავშირის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა“, — ამბობს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.
იდეაზე მუშაობისას გუნდმა ყურადღება ბავშვის ყოველდღიურობაზე გაამახვილა იმ ხმებსა და რიტუალებზე, რომლებიც ადრეული ასაკიდან მის ცხოვრებაში ბუნებრივად ჩნდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სწორედ იავნანაა —სიმღერა, რომელსაც ბავშვი ძილის წინ ისმენს და რომელიც სიმშვიდესა და მშობელთან სიახლოვესთან ასოცირდება.
სწორედ აქ გაჩნდა იდეა: თუ იავნანა ისედაც ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილია, რატომ არ შეიძლება ის ქართული ენის გაცნობის პირველ ნაბიჯადაც იქცეს?
“პროექტის საწყის ეტაპზე გვინდოდა გვეპოვა ისეთი ფორმა, რომელიც ბავშვისთვის ქართული ენის გაცნობას ბუნებრივ გამოცდილებად აქცევდა. იავნანა სწორედ ასეთი აღმოჩნდა. ის არ მოითხოვს ბავშვისგან სპეციალურად ძალისხმევას — დაჯდომასა და სწავლას, რადგან უკვე ნაცნობი რიტუალის ნაწილია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაცნობი მელოდიისთვის ახალი ფუნქცია მიგვეცა და ქართული სიტყვები ბავშვისთვის მისაღებ, თბილ და ბუნებრივ გარემოში გაგვეცნო“, — ამბობს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი.
იდეის განხორციელებაზე საქართველოს ბანკის გუნდმა კრეატიულ სააგენტო სუპერმარკეტთან და Heima Production-თან ერთად იმუშავა. პროცესში ჩართულები იყვნენ პედაგოგები, მწერლები და მუსიკოსები, რომელთა მიზანი იყო, ქართული სიტყვები ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელ და ბუნებრივ კონტექსტში მოექციათ.
იავნანას ტექსტისთვის შეირჩა ის თემები, რომლებსაც ბავშვები ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირად ეცნობიან: ოჯახი, სხეული, ბუნება და ცხოველები. შედეგად შეიქმნა ერთსაათიანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებშიც ბავშვი მარტივ სიტყვებსა და ფრაზებს ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ისმენს.
პროექტის საგანმანათლებლო მიდგომის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სასწავლო რესურსების ავტორი, მარი ბედოშვილი აღნიშნავს:
“ბავშვისთვის ახალი ენის გაცნობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის სიტყვები ცალკეულ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ სიტყვებად არ ისწავლოს და ისინი უკვე ნაცნობ გამოცდილებას, კონტექსტს დაუკავშიროს. ნაცნობ ენაზე მოსმენილი სიტყვის შემდეგ იმავე მნიშვნელობის ქართულად გამეორება ბავშვს ეხმარება, ახალი სიტყვა უკვე არსებულ ცოდნას დაუკავშიროს. ამ პროცესში რიტმი, გამეორება და მუსიკა დამატებით ქმნის ბუნებრივ გარემოს, სადაც ბავშვი ენას ძალდატანების გარეშე ისმენს და იმახსოვრებს“.
პროექტზე მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი იყო ის, რომ ახალი საგანმანათლებლო ფუნქციის მიუხედავად, იავნანასთვის დამახასიათებელი სიმშვიდე, სითბო და დამამშვიდებელი ხასიათი სრულად შენარჩუნებულიყო.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანასთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და სითბო შეგვენარჩუნებინა და ახალი ვერსია სასწავლო ჩანაწერს არ დამსგავსებოდა. ამიტომ ტექსტისა და მელოდიის შექმნისას ვცდილობდით, ქართული სიტყვები მუსიკაში ისე ბუნებრივად ჩაგვექსოვა, რომ ბავშვისთვის მათი მოსმენა დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვდეს. საბოლოოდ გვინდოდა, ეს ყოფილიყო იავნანა, რომელსაც მშობელი შვილს ძილის წინ სიამოვნებით ჩაურთავდა და რომლის მოსმენასთან ერთად ბავშვი ქართული სიტყვების დამახსოვრებასაც ბუნებრივად დაიწყებდა“, — ამბობს მებო ნუცუბიძე, Heima Production-ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი.
საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში იავნანას სამი ვერსია შეიქმნა — ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე, იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც განსაკუთრებით ბევრი ქართველი ოჯახები ცხოვრობენ.
დღეს იავნანას სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-სა და SoundCloud-ზე.
ერთი შეხედვით მარტივი იდეა — ნაცნობი იავნანასთვის ახალი დატვირთვის მიცემა საბოლოოდ საგანმანათლებლო პროექტად იქცა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოსგან შორს ყოფნის მიუხედავად, ქართულ ენასთან ყოველდღიური კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები