გია ვოლსკი

19 Aug. 2026, 15:47

"ის რომ მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა წერილი აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნებით, ესეთი რამე გამორიცხულია. გამორიცხულია და იმიტომ, რატომაა გამორიცხული? რატომაა გამორიცხული? არც სამართლებრივად, არც ლოგიკურად, არც პოლიტიკურად შეთავაზება, რომ იცით რა, მოდი შენ აიღე შენს თავზე რაღაც დანაშაული, რომელიც არ ჩაგიდენია, ჩვენ სპექტაკლს დავდგამთ და აი, ეს ყველაფერი დაწერა მამუკა მდინარაძემ და გაუგზავნა ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის გამორიცხული.

თვითონ ეს წერილები, გინდა ერთი, გინდა მეორე, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს, რომ არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც შექმნილია და ბადებს ეჭვს, რომ ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან აბსოლუტურად რაღაცა რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით, რაც გამაოგნა, ეს არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ მცდელობა დისკრედიტაციისა ხელისუფლების..."

"ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ის საკუთარ ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას აკისრებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…