"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის გივი მიქანაძე გურიაში, სოფელ არჩეულში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის მახლობლად დაწყებითი სკოლაც იყო.
გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ნახსენები სახლის მშენებლობა ჩანს.
ასკურავა წერს, რომ "მიწა რომელზეც გივი მიქანაძის სახლის მშენებლობა აქვს წამოწყებული, სახელმწიფო საკუთრებაა, სადაც მანამდე ბაგა-ბაღი იყო განთავსებული. ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ინტერესდება — "ჩვეულებრივმა ლანჩხუთელმა რომ მოინდომოს სახლის აშენება და სახელმწიფო მიწაზე წამოიწყოს, ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს. ბატონ მიქანაძეზე თუ გავრცელდა იგივე სანქცია?"
"როგორც გავარკვიე, იმ ახალი სახლის მშენებლობა, რომელიც ჩანს კადრში, გივი მიქანაძეს წამოუწყია სოფელ არჩეულში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
არაფერი ცუდი ამ დაცლის პირას მყოფ სოფლებში, მაგრამ ერთი საინტერესო რამ ჩანს ამავე კადრში და შესაძლოა ბატონ მიქანაძემ არ იცოდეს და არც უთხრეს, რომ ზუსტად მის გვერდით (მეცეცხლურად) რომ შენობა დგას, იქ იყო წლების განმავლობაში სოფელ არჩეულის დაწყებით სკოლა, სადაც ბავშვებს მთელი რუდუნებით და სიყვარულით უსაყვარლესი ზოია ტუღუში ასწავლიდა და ეს სკოლა დაახლოებით ოთხი წლის უკან დახურეს და შესაბამისად, ის შენობაც უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩა. განათლების მინისტრი ჰქვია მაინც.
...და ბოლოს, თუ კიდე რამ დააინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს არაფერს ეტყვის, შეუძლია დამიკავშირდეს, მხოლოდ და მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მე მასთან და მის ე.წ ხელისუფლებასთან არაფერი საქმე არ მაქვს!
პ.ს. ჰო, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ჰქვია მაინც
პ.ს.ს როგორც ახლა მატყობინებენ, მიწა რომელზეც გივი მიქანაძის სახლის მშენებლობა აქვს წამოწყებული, ამ წუთას არის სახელმწიფო საკუთრება, სადაც მანამდე ბაგა-ბაღი იყო განთავსებული. საინტერესოა რაა იცით? სახლის მშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვეულებრივმა ლანჩხუთელმა რომ მოინდომოს სახლის აშენება და სახელმწიფო მიწაზე წამოიწყოს, ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს თუ არა ეგრევე და თუ კი, ბატონ მიქანაძეზე თუ გავრცელდა იგივე სანქცია?! ველოდები პასუხს!", — წერს ასკურავა
არჩეულში სახლის მშენებლობის დეტალებზე საუბრობს "გურიის მოამბის" მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე. მისი ინფორმაციით, გივი მიქანაძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ არჩეულიდანაა წარმოშობით და თავის სოფელში სახლის აშენება სურდა. ამიტომ მიმართა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მიწის ნაკვეთის შესაძენად. ეს უკანასკნელი კი დაუკავშირდა არჩეულის თემში მერის რწმუნებულის თანაშემწეს. მას შემდეგ რაც სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრს სახლის აშენება სურდა, მიწის ფასი გაიზარდა. ამის შემდეგ აუქციონზე გაიტანეს ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა და ამ გზით აღმოჩნდა გივი მიქანაძე დაკავშირებული არჩეულის ყოფილ საბავშვო ბაღთან.
"გურია თუდეი" საჯარო რეესტრის ბაზაში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის 4 აგვისტოს, გივი მიქანაძეს სოფელ არჩეულში დაირეგისტრირა 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის წესით გადაეცა.
"აღნიშნულ აუქციონს წინ უსწრებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა. ანუ ცალკე ნაკვეთებად დარეგისტრირდა 613 კვ.მ., რომელიც, როგორც ვთქვით, გივი მიქანაძის საკუთრება გახდა და 995 კვ.მ., რომელიც 2025 წლის თებერვლის თვეში 3 ნაწილად გაიყო — 339 კვ.მ., 92 კვ.მ. და 369 კვ.მ. ნაკვეთებად.
2026 წლის 19 მარტს კი, გივი მიქანაძემ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის (613 კვ.მ. და 369კვ.მ.) გაერთიანება მოახდინა და ჯამში 982 კვ.მ. დაირეგისტრირა. ამჯერად სრული ფართის მისამართად მინიშნებულია: სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქ. #22
მართალია, დანამდვილებით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მშენებლობა იმ 982 კვ.მ.-ზე მიმდინარეობს, რომელიც მაღალჩინოსნის საკუთრებაშია", — წერს "გურია თუდეი".
სოფელ არჩეულში, გივი მიქანაძის საკუთრებაში არსებული მიწის 2 ნაკვეთისა და შემდეგ გაერთიანებული ფართის ამონაწერები და საკადასტრო გეგმა
ფოტო: გურია თუდეი
"გურია თუდეიმ" გივი მიქანაძეს კითხვები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით გაუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე. პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
"გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განათლების მინისტრის ან სამინისტროს გამოხმაურების შემდეგ, სტატია განახლდება.
განახლება:
განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და საჯარო ბოდიშს ითხოვს. მის კომენტარის სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მინისტრი ამბობს, რომ "მიწა, რომელიც მან შეიძინა, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა". იმ შემთხვევაში, თუ "გურიის მოამბე" ბოდიშს არ მოიხდის, გივი მიქანაძე სასამართლოს მიმართავს.
"ეს არის მორიგი იაფფასიანი დეზინფორმაცია და კონკრეტული პირები, რომლებიც ამას ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, რომ სიცრუეს ტირაჟირებენ. მიწა, რომელიც მე შევიძინე ორ ეტაპად, ეს შეძენა განხორციელდა სახელმწიფო აუქციონის მეშვეობით, საჯარო აუქციონით. მიწის ფასი განისაზღვრა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ფასიდან გამომდინარე და ყველა პროცედურა იქნა კანონის ფარგლებში დაცული. მიწის საერთო მოცულობა 1000 კვადრატულ მეტრსაც არ აღემატება. ამის შემდეგ ჩემს მიერ იქნა მომზადებული სამშენებლო პროექტი, რომელიც წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დამტკიცდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო იქ ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს საგვარეულო სოფელში, სადაც მარტივი ამბავია, ნებისმიერ ქართველ ადამიანს, ალბათ, აქვს სურვილი, რომ თავის საგვარეულო ადგილ-მამულში რაღაცა, ასე ვთქვათ, ფუძე ჰქონდეს. და შესაბამისად, მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა, არაფერი იქ არ არსებობდა. ამიტომ მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიცრუეს ტირაჟირებენ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ. სხვა შემთხვევაში, კანონის ფარგლებში მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა და აი ამ ტყუილის აღიარება", — ამბობს მიქანაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები