How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
როგორც ჩანს, How I Met Your Mother-ის მსახიობები ისეთი ახლო მეგობრები აღარ არიან, როგორც ეს ეკრანზე ჩანს.
ჯოშ რედნორმა, რომელიც სერიალში ტედ მოსბის როლს თამაშობდა, კოლეგებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როდესაც რედნორს პოდკასტში ჰკითხეს, არიან თუ არა მსახიობები კვლავ ძველებურად ახლოს, მან უპასუხა: "არა, ცოტათიც კი აღარ".
თუმცა, რედნორმა დააზუსტა, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. მან აღნიშნა, რომ ნილ პატრიკ ჰარისი თავის პოდკასტშიც კი მიიწვია და მასთან საინტერესო საუბარი ჰქონდა. მსახიობებმა გადასაღებ მოედანზე არსებული ძველი უთანხმოებები გაიხსენეს. რედნორის თქმით, ეს საუბარი ძალიან სასარგებლო და, გარკვეულწილად, შვების მომგვრელიც აღმოჩნდა.
ფოტო: Getty
რედნორმა აღნიშნა, რომ ჯეისონ სიგელსა (მარშალი) და კობი სმულდერსს (რობინი) ხანდახან მაინც ეკონტაქტება. მსახიობის თქმით, ის და ჯეისონი ზოგჯერ ერთმანეთს მესიჯებს სწერენ, როცა გადასაღები მოედნის რაიმე სასაცილო ამბავი გაახსენდებათ, თუმცა ერთმანეთი დიდი ხანია არ უნახავთ. რაც შეეხება კობის, რედნორის პოდკასტში ის ორჯერ იყო სტუმრად. ელისონ ჰანიგანი (ლილი) 2024 წელს რედნორის ქორწილს დაესწრო, თუმცა შემდეგ აღარ შეხვედრილან.
"ეს ყველაფერი კოლეჯის წლებს ჰგავს, როცა ადამიანებთან ერთად ძალიან დატვირთულ და ემოციურ დროს ატარებ. გგონია, რომ სულ ასე იქნება და ვერ წარმოგიდგენია მათ გარეშე ყოფნა, რადგან მანამდე ყოველდღე ხედავდი. მერე კი უბრალოდ იშლებით და ყველა თავის ცხოვრებას აგრძელებს", — დასძინა რედნორმა.
რედნორის თქმით, ფანებს სურთ სჯეროდეთ, რომ მსახიობები ისევ საუკეთესო მეგობრებად რჩებიან. მსახიობის განმარტებით, კოლეგებთან ახლა ოჯახური ურთიერთობა უფრო აქვს, ვიდრე მეგობრული.
"ოჯახს ვერ ირჩევ. ჩვენ როლებზე დაგვამტკიცეს, ერთმანეთი არ აგვირჩევია. როცა ერთ გარემოში ამდენ ხანს ატარებ, სწორედ ოჯახური დინამიკა იჩენს თავს. რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ძალიან ღრმა და სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს, მაგრამ ეს ყოველდღიურ, აქტიურ ურთიერთობას არ ნიშნავს", — აღნიშნა რედნორმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები