სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.
თითოეული ცეკვა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს — ქართული ცეკვის მოძრაობები ბუნებრივად იბადება საქართველოს კუთხეებში, ყოველდღიურობასა და შრომაში, რაც შემდეგ სცენაზე ცოცხლდება. ახლა კი საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე შესრულდება.
პროექტის მიზანია, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია. საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება და სცენა, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 აგვისტოდან დაიწყება.
როცა მთელი საქართველო სცენაა
სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება.
ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს — ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.
მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება
“ცეკვა შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ“.
მაგალითისთვის, ეჯიბრი — ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ის იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი და სალტოების გაკეთება უწევთ.
რაც შეეხება მთის ცეკვებს, როგორებიცაა: ხანჯლური, სვანური და ხევსურული განსხვავებული ხასიათით სრულდება. კერძოდ, სვანური ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცესა და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით არის შთაგონებული, ხოლო ჩოხის თითოეული დეტალი სვანეთის მკაცრ ბუნებასა და რეგიონის გამორჩეულ ხასიათს უსვამს ხაზს.
ცეკვებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯუთა და ცდო, რომლებიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
ცდო მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, ხოლო ჯუთა ხევსური ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები გაცილებით მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილად არის წარმოჩენილი.
უახლოესი კომპოზიციებიდან, რომლებიც სუხიშვილების მესამე თაობას ეკუთვნის გამორჩეულია ნანილა და ჯარა.
ნანილას შექმნის იდეა ძველი სვანური იავნანადან მომდინარეობს. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, ვიზუალურად თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა.
ხოლო ჯარა ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად ღია სცენა თაკარას სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა ცდოს დადგმას მიჰყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია.
სუხიშვილები — ცეკვაში თქმულნი. საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.
მეტისთვის ნახეთ ვიდეო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები