ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
ჯეონათსი ოთხი მეგობრისა და პარტნიორის საერთო ხედვით შექმნილი თხილისა და მოცვის მეურნეობაა. ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც დავით ქუხილავამ და მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება მათ თხილის გადამამუშავებელი საამქროს შექმნის შესაძლებლობას აძლევდა.
პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა, თუმცა მცირე საამქრო დიდი წარმატების საფუძვლად იქცა. ხარისხის სრულად გასაკონტროლებლად საჭირო იყო ნედლეულის წარმოებაც. სწორედ ამიტომ, საწარმოს მალე საკუთარი თხილის ბაღებიც დაემატა.
მიზანი თავიდანვე ამბიციური და მკაფიო გახლდათ: მაღალი ხარისხის ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
“როდესაც ბიზნესი სულ ახალი დაწყებული გვქონდა, ერთწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ოთხმა მეწილემ მხოლოდ 45 ლარი გავიყავით. თუმცა მაშინვე ვიცოდით, რომ ამ ციფრს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო გამოცდილება, მიზანი და რწმენა, რომ შრომა აუცილებლად გამოიღებდა შედეგს. რამდენიმე წელიწადში ჩვენი ბიზნესი უკვე ძალიან წარმატებული გახდა. სირთულეები ყოველთვის გვხვდება გზაზე — სხვაგვარად შეუძლებელია, მაგრამ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი“. — დავით ქუხილავა.
დღეს, ჯეონათსის პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის და მსოფლიოს 16 ქვეყანაში იყიდება. კომპანია ისეთი ცნობილი საერთაშორისო მწარმოებლების მიმწოდებელია, როგორებიცაა Ferrero და Nutella.
წლებთან ერთად გაფართოვდა არა მხოლოდ მეურნეობა, არამედ ცოდნა, შესაძლებლობები, ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა და პროფესიონალთა გუნდიც. კომპანიამ ჩამოაყალიბა ძლიერი და კვალიფიციური ჯგუფი, რომლის შენარჩუნებაც ახალი მიმართულების განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა — ეს იყო მოცვის კულტურა.
პირველი საცდელი პლანტაციის წარმატების მაგალითმა 2005 წელს დავით ქუხილავასა და მის პარტნიორებს ახალი შესაძლებლობა დაანახა. თან მოცვს განსაკუთრებული უპირატესობა აღმოაჩნდა: ამ კენკროვანი კულტურის სეზონი სწორედ მაშინ იწყებოდა, როდესაც სრულდებოდა თხილის გადამუშავების აქტიური სამუშაოები. ამგვარად, ჯეონათსს შეეძლო გუნდი მთელი წლის განმავლობაში დაესაქმებინა.
მოცვის პლანტაცია ზუგდიდის რაიონში გაშენდა, პარალელურად კი კომპანიამ თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურაც მოაწყო. დღეს ჯეონათსი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 145 ჰექტარ თხილისა და 16 ჰექტარ მოცვის პლანტაციებს აერთიანებს. ფლობს თხილის გადამამუშავებელ ქარხანას, მოცვის შესანახ სამაცივრე სისტემას და, რაც მთავარია, ასაქმებს 120 მუდმივ თანამშრომელს, რომლებსაც კრეფვის სეზონზე 200-ზე მეტი დამხმარე ემატება.
ჯეონათსის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მისი უცვლელი ფინანსური პარტნიორი პროკრედიტ ბანკია. ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყო სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგრამებისა და USAID-ის მხარდაჭერამაც.
“დაარსების დღიდან პროკრედიტ ბანკი ჩვენს გვერდით იდგა და საშუალებას გვაძლევდა, გაბედული ნაბიჯები გადაგვედგა. ეს თანამშრომლობა ჯეონათსისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობრებიც გავხდით“. — ამბობს დავით ქუხილავა.
ჯეონათსის ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობა და შრომა ძლიერ, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებულ ბიზნესად იქცეს. კომპანიას კიდევ ბევრი გეგმა აქვს ქართული პროდუქტების მსოფლიოსთვის კიდევ უფრო ფართოდ გასაცნობად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები