$12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას?
ქართულმა სასამართლომ ექსპრემიერ, ბიზნესმენ ნიკა გილაურს და მის კომპანიებს $12 მლნ-ზე მეტის გადახდა დააკისრა, სხვა კომპანიებში წილები დაუყადაღა და საქართველოში ერთადერთი სახლი აუქციონზე გაუყიდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიებიდან ხდება ცნობილი.
ამას წინ უძღოდა, 2024 წელს საჯარო გამოსვლები, სადაც გილაური ღიად აკრიტიკებდა ოცნების ხელისუფლებას, შემდეგ კი საქველმოქმედო ფონდი Prosperity Georgia დააარსა პროევროპულ აქციებში დაშავებული მოქალაქეების დასახმარებლად, მაგრამ ფონდი 2025 წლის მარტში დააყადაღეს. ამის შემდეგ კი მის წინააღმდეგ 2021 წელს დაწყებული და 4 წლის განმავლობაში გაწელილი სასამართლო პროცესი დაჩქარდა და 2 თვეში დასრულდა. განაჩენი 2025 წლის 12 თებერვალს გამოცხადდა — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გილაურის მხარე გაამტყუნა.
რას ედავებოდნენ გილაურს და მის კომპანიებს?
გილაურს და მის კომპანიებს, ყოფილი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, მცირე ჰესების მშენებლობის გამო წარმოქმნილ დავაში 12 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დაეკისრათ.
გილაურის კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა შპს "ბლექსი გრუპმა". ჰესების მშენებლობის საქმეზე მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გილაურის კომპანიებმა შესრულებული სამუშაოს საფასური სრულად არ გადაუხადა.
"რადიო თავისუფლება" წერს, რომ "ამ სასამართლო გადაწყვეტილებების უცხოელი და ქართველი იურისტების შეფასებებში დაუფარავი გაოგნება ჩანს იმით, თუ რამდენად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება".
ვინ იყიდა 3 998 320 ლარად გილაურის სახლი წავკისში?
გილაურის სახლი წავკისში დაახლოებით ერთი თვის წინ ონლაინ აუქციონზე 3 998 320 ლარად გაიყიდა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, გილაურის სახლი აუქციონზე მისი ბიზნესმენი ძმის, ირაკლი გილაურის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ვანო სტურუამ იყიდა, რომელიც თავადაც მსხვილი ბიზნესმენია.
ვინ არის ნიკა გილაური?
შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაური 29 წლის იყო, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი გახდა (2004-2007 წ.წ.), 32 წლის ფინანსთა მინისტრი იყო (2007-2009 წ.წ.), 35 წლის კი უკვე პრემიერმინისტრი (2009-2012 წ.წ.). მან პოსტი პოსტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დატოვა და ბიზნესში წავიდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გილაურმა რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსა გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარიას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება კოალიცია ცვლილებებისთვის. ოფიციალური წყაროებით, კოალიცია 5,6 მილიონი ლარით შემოწირულებით ქართული ოცნების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
სრულად ჟურნალისტური გამოძიება წაიკითხეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები