ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიერ ექსპრემიერ ნიკა გილაურის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, გილაურის კოალიციასთან შესაძლო კავშირებს და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჯაფარიძე წერს, რომ უსინდისო ტყუილებია, რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია და ის, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა.
"1. უსინდისო ტყუილია რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია. ახალი შეიქმნა გილაურის გამოჩენამდე და მე და ლაკას შესაძლო კოალიციაზე კომუნიკაცია და ურთიერთობა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან, როგორც პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეებთან გვქონდა გილაურის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე;
2. უსინდისო ტყუილია რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. არც ათობით მილიონი ყოფილა და არც გილაური ყოფილა რესურსის ერთადერთი წყარო კოალიციისთვის;
3. უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბიჭვრობა) რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას (ესაა მთავარი ტყუილი, რომლისთვისაც სხვა ტყუილები გახდა საჭირო). ამის ნაბიჭვრული გაგრძელებაა რომ თითქოს ციხეში იმიტომ ჩაგვსვეს რომ გილაურს არ დავუჯერეთ და ამით ირიბად ბიძინა გადავაგდეთ;
4. უსინდისო ტყუილია რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა. გილაური, თავის მეგობრებთან ერთად, მთელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი იდგა რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ. ის საჯაროდ აკრიტიკებდა რეჟიმს. მან გააკეთა ფონდი, რომელიც ბევრს დაეხმარა, მანამ სანამ იმას დამართებდნენ, რაც "რადიო თავისუფლების" ფილმშია.
ვიღაცა შეიძლება მეტს ელოდა ან მეტს ელოდეს მისგან, მაგრამ ეგ არაა აქ განხილვის საგანი. მხოლოდ ტყუილები.
და ბოლოს:
სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გრაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხირული არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე (მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!), არამედ ისიც, რომ ის ერთადერთია წინასაარჩევნო კოალიციებიდან რომელიც არ დაიშალა დღემდე”, — წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ექსპრემიერ ნიკა გილაურის შესახებ, სადაც ასევე ეწერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნიკა გილაურმა რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსა გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარიას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება კოალიცია ცვლილებებისთვის. ოფიციალური წყაროებით, კოალიცია 5,6 მილიონი ლარით შემოწირულებით ქართული ოცნების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
მანამდე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაცმოძრაობის დაშლის მცდელობაში ექსპრემიერი ნიკა გილაური დაადანაშაულა. მან დაწერა, რომ "საბანკო მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, გილაურების ხელით ფული მისცეს პოლიტიკოსებს ნაცმოძრაობის დასაშლელად და ახალი პოლიტ-ძალის შესაქმნელად. "არჩევნების" შემდეგ იგივე გილაურმა მოსთხოვა ამ ცალკეულ პოლიტიკოსებს გაყალბების აღიარება და პარლამენტში შესვლა, რაზეც ეს უკანასკნელები პოლიტიკური გაფარჩაკების შიშით არ დათანხმდნენ", — ამბობს სააკაშვილი.
ამავე თემას სააკაშვილი 20 აგვისტოს კვლავ დაუბრუნდა და დაწერა, რომ გილაურები ოპოზიციურ გაერთიანებას (სავარაუდოდ ის კოალიცია ცვლილებისთვის გულისხმობს), ფული ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მისცემდა. მისივე მტკიცებით, ეს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე გაეკეთებინათ, ციხეში აღმოჩნდებოდნენ.
ის ნიკა გილაურს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს და წერს, რომ კოალიციას ის 2024 წლის არჩევნების აღიარებას სთხოვდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები