"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებისა და შემწეობების შეწყვეტის პროცესის შესწავლას სთხოვს.
პოლიტიკოსის თქმით, სააგენტომ მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა ათასობით ოჯახსა და მოქალაქეს მოუხსნა. იგი აღნიშნავს, რომ პროგრამა ხარვეზიანია და რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მიღმა ტოვებს.
"დღეს განცხადებით მივმართე სახალხო დამცველს რომ მონიტორინგი გაუწიოს სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს!
სოციალური მომსახურების სააგენტომ ინტენსიური გადამოწმებების შედეგად მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა მოუხსნა 133 324 ადამიანს, რაც ესეიგი იმას უნდა ნიშნავდეს რომ თითქოს 39 530 ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა... ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომლებსაც საარსებო შემწეობის ოდენობა შეუმცირდათ, რადგან ზოგს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაეზარდა იმდენად რომ საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა, მაგრამ თანხის ოდენობა შეუმცირდა.
პროგრამას ისედაც არაერთი ხარვეზი აქვს, რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვერ ხედავს და საბაზისო დახმარების გარეშე ტოვებს... ამიტომ ზოგი განაცხადსაც კი აღარ აკეთებს, იმედი აღარ აქვს...", — წერს თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძე ყურადღებას ამახვილებს იმ კრიტერიუმებზე, რომელთა გამოც მოქალაქეებს დახმარება ეჭრებათ — მათ შორის 16 წლის მოზარდებზე, ზამთრის კომუნალურ ხარჯებსა და ძალადობის მსხვერპლთა სტატუსზე.
"მაგალითად ისედაც უსამართლოა ის რომ 16 წლის ბავშვებს უხსნიან საარსებო შემწეობას, მათ შორის შშმ ბავშვებსაც, ამ ასაკში ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან...
მაგალითად უსამართლოა ის რომ ზამთარში კომუნალური გადასახადის ოდენობა არის ერთერთი კრიტერიუმი, ანუ სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეშის ყიდვა ძვირი უჯდება და ერთიანად ვერ ყიდულობს, ამიტომ ბუნებრივ აირს მეტს მოიხმარს და ამას არავინ ითვალისწინებს... არც იმას ითვალისწინებენ რომ ზოგს ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად ელ-ენერგიას უფრო მეტს მოიხმარს ზამთარში...
მაგალითად უსამართლოა ისიც რომ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ ითვალისწინებენ", — აღნიშნავს ჭალიძე
განცხადების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო საზოგადოებას არ აწვდის დეტალურ განმარტებებს მასშტაბური გაუქმებების შესახებ. ჭალიძე ასევე უთითებს სოციალური აგენტების მხრიდან დეკლარაციების შესაძლო არასწორ შევსებასა და სავარაუდო არაფორმალურ მითითებებზე.
"არის შემთხვევები როცა მოქლაქეები ამბობენ რომ დეკლარაცია არასწორად შეუვსეს და ზოგიერთი სოციალური აგენტი ვარაუდით წერს მასში რაღაცეებს...
სოციალური მომსახურების სააგენტო საზოგადოებასთან მასშტაბური "ბაზის წმენდის" შესახებ დეტალურ ახსნა-განმარტებას არ აკეთებს თუ რა კონკრეტული საფუძვლებით მოხდა ამდენი პირისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა.
ასევე საყურადღებოა მოქალაქეთა ჩივილები სოციალური აგენტების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა მხოლოდ თვითშემოქმედება არ იყოს და მათ ჰქონდეთ ხელმძღვანელობისგან არაფორმალური მითითება რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვიტონ ან შეუმცირონ საარსებო შემწეობა, რაც სწორედ აგენტების მიერ შევსებულ დეკლარაციაზეა დამოკიდებული", — წერს პოლიტიკოსი.
პოლიტიკოსი ომბუდსმენს სთხოვს, შეისწავლოს არსებული მავნე პრაქტიკა, გასცეს რეკომენდაციები და შეაჩეროს სოციალური პროგრამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
"მნიშვნელოვანია რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს საარსებო შემწეობია შეჩერება -შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე პრაქტიკები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
მივმართავ სახალხო დამცველს რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს და შეისწავლოს რამდენად სამართლიანად ხდება "ბაზის გაწმენდა" როგორც თავად უწოდებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ ბაზის გაწმენდაზეა დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა და ბრძოლა გადარჩენისთვის...
სოციალური პროგრამების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება და სიღარიბის მაჩვენებელი სტატისტიკების ხელოვნური მართვა უნდა დასრულდეს.
ინფორმაციისთვის ამჟამად საარსებო შემწეობას იღებს 576 902 პირი — 145 391 ოჯახი", — წერს თეონა ჭალიძე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები