მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
ფოტო: The Wrap
2 წლის წინ, როდესაც კრეიგ უილიამსმა ლოს-ანჯელესის ცენტრში თავისი საწარმოო სტუდია გახსნა, ფიქრობდა, რომ ავეჯის გადაკეთებულ საწყობს დროდადრო მუსიკალური ვიდეოების გადასაღებად გააქირავებდა, რათა თავისი ახალი კინობიზნესი ერჩინა.
უილიამსი გაოგნებული დარჩა ფენომენით, რომელმაც სწრაფად მოიცვა მისი გადასაღები სივრცე. ეს იყო მიკროდრამები — ვერტიკალურად გადაღებული სერიალები, რომლებიც ტელეფონით საყურებელ ორწუთიან ეპიზოდებადაა დაყოფილი.
ახლა უილიამსი 3 მედია-საწარმოს მართავს, რომლებსაც სახელი გადაარქვა და Vertical World Studios უწოდა. ეს სივრცეები სრულად ვერტიკალური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სამყაროს ემსახურება. სტუდიები სავსეა დეკორაციებით — საავადმყოფოს პალატა, პოლიციის განყოფილება, სასამართლო დარბაზი, ღამის კლუბი — რომლებიც უილიამსმა მსხვილი ჰოლივუდური სტუდიებისგან შეიძინა.
ფოტო: Budapest Reporter
ეს ყველაფერი გასაკვირი არცაა — ჰოლივუდი მცირდება. სტუდიების მოსალოდნელი შერწყმები ფილმებისა და შოუების წარმოებას კიდევ უფრო შეამცირებს. სტრიმინგ კომპანიებს Youtube ამარცხებს, მსახიობებს კი ხელოვნური ინტელექტისა და მისი მომავლის ეშინიათ.
შესაძლოა, მიკროდრამები ერთადერთი რამ იყოს, რაც დღეს ჰოლივუდში იზრდება.
კვლევითი კომპანია Omdia ვარაუდობს, რომ მიკროდრამების ფორმატი აშშ-ს წელს $1.5 მილიარდ შემოსავალს მოუტანს, მომავალ წელს კი — თითქმის 2 მილიარდს. ამ დროს, აშშ-ის უზარმაზარი სატელევიზიო ბიზნესი უფრო და უფრო მცირდება.
მიკროდრამების ზრდა ჩინეთის მზარდი რბილი ძალის ნიშანიცაა. ეს ფორმატი სწორედ ჩინეთში შეიქმნა, ხოლო მისმა სწრაფმა აღმავლობამ ჩინური ინვესტიციებით ზურგგამაგრებულ აპლიკაციებს, ReelShort-სა და GoodShort-ს, ჰოლივუდში ფეხის მოკიდების საშუალება მისცა.
მიკროდრამების წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საუკუნოვან ფორმულას იყენებენ — ეპიზოდს ყველაზე დაძაბულ და ინტრიგით სავსე მომენტში წყვეტენ. ეპიზოდების ხანგრძლივობა 45 წამიდან 2 წუთამდე მერყეობს, რაც სიღრმისეული, შინაარსიანი სიუჟეტის შესაქმნელად საკმარისი დრო არაა.
Omdia-ს მონაცემებით, გასულ წელს აშშ-ში მიკროდრამებს ყოველთვიურად დაახლოებით 66 მილიონი აქტიური მომხმარებელი უყურებდა, რაც ბევრად მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე (26 მილიონი). დრამების ძირითად აუდიტორიას 25-დან 55 წლამდე ასაკის ქალები შეადგენენ.
კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, თითოეული მიკროდრამატული სერიალი ჩვეულებრივ 50-დან 75 ეპიზოდამდე გრძელდება. მისი წარმოება დაახლოებით სამ თვეს მოითხოვს და $100 000-300 000 ჯდება. შედარებისთვის, ტრადიციული ნახევარსაათიანი სიტკომის მხოლოდ ერთი ეპიზოდის ღირებულება $2-4 მილიონამდე მერყეობს.
სერიალების სახელწოდებებს შორის შეხვდებით: "ცუდი ბიჭს მე ვუნდივარ", "მაფიის ცდუნება" და "ჩემი სექსუალური ეშმაკი".
ფოტო: Peacock
როგორც წესი, მიკროდრამების პირველი რამდენიმე ეპიზოდი უფასოა, რის შემდეგაც ეპიზოდის სანახავად ფულის გადახდა ან რეკლამების ყურება და საათობით ლოდინი გიწევს.
TikTok, Instagram Reels, Facebook და YouTube Shorts მიკროდრამების ტრეილერის როლს ასრულებენ და მომხმარებლებს დრამების აპლიკაციებისკენ ამისამართებენ.
ხოლო მანამ, სანამ ჰოლივუდის ფართო საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობს, მიკროდრამებმა ეს ტექნოლოგიაც აქტიურად აითვისეს. კაცების აუდიტორიის მიზიდვის მიზნით, პლატფორმა Ironblood-მა დაიწყო ექშენზე ორიენტირებული მიკროდრამების მასობრივი წარმოება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის წყალობით კიდევ უფრო სწრაფად და იაფად იქმნება. AI-ს დახმარებით მიკროდრამის დასრულება 3-4 კვირაშია შესაძლებელი, ხოლო მისი ბიუჯეტი $60 000-ს ან ნაკლებს შეადგენს.
AI-შოუების სცენარს ადამიანები წერენ, ხოლო რეალურ მსახიობებს იმისთვის ქირაობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ემოციების უკეთ გამოხატვა ასწავლონ.
"ნებისმიერი ცვლილების შეტანა ორ წუთში შემიძლია. თუ რეჟისორებს სურთ, რომ პერსონაჟმა გაიღიმოს, უბრალოდ შევდივარ მითითებების ველში, ვწერ: 'გააღიმე ეს პერსონაჟი' — და სულ ესაა", — ამბობს Ironblood-ის პროდიუსერი და მემონტაჟე ელიზაბეთ კნობელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები