ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
ადვოკატის განცხადებით, 15 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე იყო.
ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობები 22 აგვისტოს გამოჩნდა. დმიტრი მენიაევის ბინაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც მეზობლებმა მძაფრ სუნზე განაცხადეს. ოჯახმა დმიტრის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისი ცხედრის პოვნის შემდე ქართული მხარისგან მიიღო.
"15 აგვისტოს იპოვეს ცხედარი, ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და ველოდებით რას დაადგენს გარდაცვალების მიზეზად. როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ბიჭი ძირითადად სულ სახლში იყო, დისტანციურად მუშაობდა და საკვებს და სხვა ნივთებსაც ძირითადად ონლაინ იძახებდა, გლოვოს და ვოლტის კურიერებს ხედავდნენ ხშირად მის ბინასთან.
კონკრეტულად რა ნივთები არ ჰქონდა გამოძიებას ამოღებული მისი ბინიდან, რაც ჩვენი ჩართვის მერე ამოიღეს, ვერ გეტყვით, რადგან ეს პირადი ნივთებია, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიაზე მეტად მკვლელობას ვარაუდობს", — უთხრა "რადიო თავისუფლებას" ოჯახის ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ.
მისი თქმით, გარდაცვლილს ოჯახთან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არც ძმას და არც დას საეჭვო გარემოებად არ მიუჩნევიათ მისი გაქრობა ონლაინაპლიკაციებიდან და არც პოლიციისთვის მიუმართავთ ძმის მოძებნის მოთხოვნით.
"დაკავებული არავინ არის, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახს პრეტენზია აქვს, მისი გარდაცვალება არ უკავშირდება თვითმკვლელობას, ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მის გარდაცვალებასთან სხვა პირები იყვნენ კავშირში. ის ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო, ეს ადამიანი ისეთ გარემოში გარდაიცვალა, არავის დაუნახია, არ ავადმყოფობდა, პრობლემები არ ჰქონია. 21 წლის მამაკაცის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ ჯერჯერობით, რაც მათ სამართლებრივ შესაძლებლობას ართმევს, რომ გაეცნონ საქმის მასალებს ახალგაზრდა მარტო ცხოვრობდა, რუსეთის მოქალაქეა, ებრაული წარმოშობის. 15 აგვისტოს გადაასვენეს ექსპერტიზაზე, საქართველოში დაკრძალავენ. 3 აგვისტოს ბოლოს "ტელეგრამზე" იყო კონტაქტზე", — აცხადებს ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან".
მისივე თქმით, ექსპერტი ამბობს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ჰქონდა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის.
"ექსპერტმა სავარაუდოდ, 12 დღის შემდეგ ნახა, პატარა ჭრილობების აღმოჩენა ჭირს, თუ დანა აქვს დარტყმული ან ნასროლი აქვს, ამას ექსპერტიზა აღმოაჩენდა. მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, განყოფილების ნაცვლად პოლიციის დეპარტამენტმა გამოიძიოს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის მზად", — ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები