ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს ეხმაურება და ურჩევს, "რაც სათქმელია თქვას ბოლომდე".
ღარიბაშვილის პირველ წერილში მისი სახელისა და გვარის ხსენება, ინაშვილს აფიქრებინებს, რომ "კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი მისი და მისი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას ცდილობს". ის არც იმას გამორიცხავს, რომ "მათ წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი".
"დღეს მე ვხედავ, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს უყენებენ ანუ ხდება ის, რაზეც თავად ღარიბაშვილმა დაწერა, რომ მას ემუქრებოდნენ ახალი საქმის აღძვრით.
მე მჯერა ღარიბაშვილის განცხადების ანუ მჯერა, რომ მას ივლისში მართლა მიუტანეს წერილი და რადგან ღარიბაშვილი ამბობს, რომ წერილი მდინარაძისგან იყო, მე ამისი მჯერა. ამ წერილში ჩემი გვარი რატომ გაჩნდა? წესით, არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მე ამ საქმეებთან არანაირი შეხება არა მაქვს, მაშინ რატომ გაჩნდა?
ვფიქრობ, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საჯაროდ ვამხელთ კობახიძეს, ეს ჯგუფი დღეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ჯგუფია, ამ ჯგუფმა უამრავი ხალხი დაიჭირა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ!
კვლავ ღარიბაშვილზე — ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად ნათელია, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილს დააბრალოს ჯარის გაძარცვა. არსებობს ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე თემები: საბავშვო ბაღები, სკოლა, პენსიონერები, ჯარი... ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ადამიანს გულზე ხვდება, ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს და თუ კაცის მოსპობა გინდა, მას ან ჯაშუშობა უნდა დააბრალო ან ბავშვების, პენსიონერებისა და ჯარის ძარცვა. ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი — მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე.
ღარიბაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ ღვინის ბიზნესთან, ეს ერთი თემაა: უნდა აესახა თუ არა ხსენებული ინფორმაცია დეკლარაციაში (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამოა დაპატიმრებული), მაგრამ ეს ხომ ცხადყოფს, რომ ღარიბაშვილს არ ჰქონდა საჭიროება, — ბურჭულაძისგან ნაწილ-ნაწილ ქრთამის აღების?! ბურჭულაძე დღეს ციხეშია, მე არ ვიცი, რა ზეწოლაა მასზე, მაგრამ ვუშვებ აზრს, რომ ის იძულებული გახადეს ხელი დაედო ღარიბაშვილისთვის. ამ აზრს მიძლიერებს ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ არანაირი ქრთამი არ ყოფილა, რომ ღარიბაშვილი ამ ბრალს არ აღიარებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ დღეებში კიდევ ბევრი რამეს მოეფინება ნათელი", — წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი წერილი ციხიდან 18 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას დააკისრა. ამას მოჰყვა მეორე წერილი, რომელიც 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. რიგით მესამე წერილი სოციალურ ქსელში 20 აგვისტოს გასაჯაროვდა.
რაც შეეხება ექსპრემიერს წერილში ინაშვილის გვარს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვა, მისი თქმით მამუკა მდინარაძის შეგზავნილი წერილი, სადაც ეწერა, რომ "დიტო ჩუბინიძის ნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა "მხარდამჭერებმა" და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები".
ირაკლი ღარიბაშვილის სამი წერილის შესახებ წაიკითხეთ აქ:
- "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
- ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
- ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საქმეს, რაზეც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე ბრალდებულია. გამოძიების ცნობით, 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
ირმა ინაშვილის გამოხმაურებები ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე წაიკითხეთ აქ:
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები