UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, დაეთანხმოს სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. აღნიშნული მიმართვა გაჟღერდა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის წინ წაიკითხა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.
"დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს — 35 წელი მას შემდეგ, რაც 1991 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო უკრაინელი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის რუსეთმაც. თუმცა, დღესასწაულის ნაცვლად, დღევანდელი დღე ასევე აღნიშნავს ოთხნახევარ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო, სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან — რაც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში და უწყვეტი დარღვევაა", — ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის შეჭრამ "ეჭვქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და საფრთხე შეუქმნა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას".
ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ რუსული აგრესიის შედეგად ასობით ათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა, ხოლო, ინტენსიური თავდასხმების ფონზე, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მკვეთრად გაიზარდა.
"მხოლოდ გასულ თვეში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) დააფიქსირა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ თვეში 2022 წლის მაისის შემდეგ, რამაც სულ მცირე 437 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა", — ნათქვამია განცხადებაში.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 68,000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის 4,000-მდე ბავშვი.
ქვეყნებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ომის შედეგებზე უკრაინის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ევროპული საჰაერო სივრცის დარღვევასა და დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ევროპის ქვეყნებში.
მათ დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინულ სანაოსნო და შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნეს, რომ ამ თავდასხმებს სერიოზული შედეგები აქვს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.
"ეს უაზრო ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს. რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე წელიწადნახევარზე მეტია ითხოვენ... ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს მოწოდებებს სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების შესაბამისად", — აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ამ განსაკუთრებულ დღეს, ჩვენ კვლავ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ალტერნატივა არ აქვს", — ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებმა, საქართველომ, ავსტრალიამ, კანადამ, კოსტა-რიკამ, ჰონდურასმა, ისლანდიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, პანამამ და სამხრეთ კორეამ.
როგორც Ukrinform წერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ევროპელმა წევრებმა ასევე დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მოუწოდეს მოსკოვს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები