Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდო ბანკმა World’s Best Digital Banks 2026-ის ფარგლებში მიიღო.
საქართველოს ბანკისთვის სოციალური მედია მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხია. ბანკის მიერ დანერგილი სისტემების საშუალებით შესაძლებელია სოციალური მედიის გავლენის გაზომვა მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან კონკრეტული საბანკო პროდუქტის გამოყენებამდე.
ამასთან, სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდში დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის სისტემა, რომელიც ბანკს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად მოერგოს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს და შექმნას სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი.
"ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს მიდგომას, რომელსაც წლებია, ვავითარებთ. სოციალური მედია ჩვენთვის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც კონტენტი, მონაცემები და მომხმარებლის გამოცდილება ერთიანდება და საბოლოოდ გაზომვად ბიზნესშედეგს ქმნის. მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი.
ჩემთვის ჯილდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გუნდია, რომელიც ამ შედეგის უკან დგას. გუნდი, რომელიც დაუღალავი შრომით, წლებია, ქმნის სოციალური მედიის სტანდარტს ქვეყანაში და თავადვე ცდილობს მის კიდევ უფრო მაღლა აწევას. მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციისა, მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვსწავლობთ და ვვითარდებით, რათა ყოველი შემდეგი შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. Global Finance-ის ეს ჯილდო სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდების ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარება და მოტივაციაა, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ", — განაცხადა ნინუცა ოქროპირიძემ, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა.
Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ფასდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ციფრული ინიციატივებით მიღებული ხელშესახები სარგებელი და ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.
გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად ავლენს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები